საგარეო უწყება თურქეთში, მალტეპეს ციხეში მოშიმშილე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
05-08-2017, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთში, მალტეპეს ციხეში მოშიმშილე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

„სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მშობლებისგან შევიდა შეტყობინება მალტეპეს ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებ. საკონსულო დაუკავშირდა სტამბოლის პროკურატურას და სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც დაადასტურეს ქართველი პატიმრების შიმშილობის თაობაზე. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, შიმშილობის დაწყების ერთადერთი მიზეზი არის მათი მოთხოვნა ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ.

 


აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსულოს სისტემატური კავშირი აქვს სტამბოლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან, რა დროსაც მათი მხრიდან არასდროს გამოთქმულა სურვილი სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ. გენერალური საკონსულო სისტემატურად აწვდის პატიმრებს საეკლესიო ნივთებს (სანთლები, ხატები, ლოცვანი და ა.შ.) პატიმრებს საპატიმროში ასევე აქვთ სალოცავი კუთხე, ციხის ადმინისტრაციას მათთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.

 

 

შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე პატიმრების მონახულების მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სტამბოლის პროკურატურაში. ნებართვას პატიმრების მონახულებაზე საკონსულო მიიღებს ორშაბათს, რის შემდეგაც მოხდება შეხვედრა. დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკონსულოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი