დანიის პრინცი უარს ამბობს თავისი მეუღლის, დედოფლის გვერდით დაკრძალვაზე
06-08-2017, 02:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც სამეფოს ოფიციალური პირები აცხადებენ, დანიის პრინცი ჰენრიკი არ დაიკრძალება თავისი მეუღლის, მარგრეტის გვერდით. პრინცი განაწყენებულია, რადგან მას არასდროს მიიჩნევდენ დედოფლის თანასწორად.

 


BBC იუწყება, რომ 83 წლის პრინცი დიდხანს ჩიოდა თავისი ტიტულის შესახებ. მისი ტიტული გახლავთ პრინცი, და არა მეფე.

 


დაგეგმილი იყო წყვილის როსკილდის საკათედრო ტაძარში სპეციალურად აგებულ სარკოფაგში მათი გვერდიგვერდ დასვენება.

 


77 წლის დედოფალი დათანხმდა პრინცის გადაწყვეტილებას.

 


დანიური სამეფო სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ტაბლოიდ BT-ს განუცხადა: „ცნობილია, რომ პრინცი მრავალი წლის განმავლობაში უკმაყოფილო იყო თავისი როლით და ტიტულით, რომელიც დანიურმა მონარქიამ უბოძა მას.“

 


„პრინცისთვის, გადაწყვეტილება, უარი ეთქვა თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალვაზე, გახლავთ შედეგი იმისა, რომ მას სამეფო კარზე არ მიიჩნევდნენ დედოფლის თანასწორად და არ აძლევდნენ როლს და ტიტულს, რომელიც პრინცს ასე გულმხურვალედ სურდა“.

 


ჰენრი მარია ჯინ ანდრე დე ლაბორდე დე მონპეზატი (დანიის პრინცი) დაიბადა საფრანგეთში, 1934 წელს. მას და დედოფალს ორი შვილი (ორივე ბიჭი) ჰყავთ. პრინცი პენსიაზე გასულ წელს გავიდა.

 


სამეფო სახლის განცხადებით, ჭორების საწინააღმდეგოდ, პრინცს სურს დანიაში იყოს დაკრძალული, ვიდრე საფრანგეთში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი