პროკურორი ნათია სონღულაშვილი: მიხეილ სააკაშვილს 11 წლით პატიმრობა ემუქრება
07-08-2017, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე 11 წლით პატიმრობა ემუქრება. განცხადება ამის თაობაზე უკრაინულ გამოცემა „ობოზრევატელთან“ საუბრისას საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა გააკეთა.

 


„საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სისხლის სამართლის ოთხ საქმეს აწარმოებს, რომელზე დასრულებულია გამოძიება და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყველა ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. მას შემდეგ, რაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, მიუხედავად ბრალდების რაოდენობისა, ყველაზე მძიმე მუხლი სხვა მუხლებს შთანთქავს. კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემდეგ, სასჯელის დაჯამება არ ხდება. ამის გამო, თუ პირს 3-4 ბრალდება აქვს წაყენებული, ის მხოლოდ ერთ სასჯელს მოიხდის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს 11 წლით პატიმრობა ემუქრება თუ სასამართლო მას დამნაშავედ სცნობს“, განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი