აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეძლებენ გზების მოძებნას დაძაბულობის შესანელებლად
07-08-2017, 23:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მანილაში, სამხრეთ აზიის ქვეყნების სახელმწიფოთა ასოციაციის რეგიონული ფორუმის ფარგლებში, მის რუს კოლეგასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ორშაბათს განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეძლებენ გზების მოძებნას დაძაბულობის შესანელებლად, აღნიშნა რა, რომ არ იქნება სასარგებლო ურთიერთობების გაწყვეტა ერთადერთი საკითხის, რუსეთის აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო.

 


რუსეთის და აშშ-ის დიპლომატიური უწყებების პირველი პირები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა უხალისოდ მოაწერა ხელი კონგრესის ორივე პალატის მიერ ერთსულოვნად მიღებულ და თეთრ სახლში გადაგზავნილ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების კანონპროექტს, რასაც კრემლმა რუსეთთან სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი უწოდა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედები გააცამტვერა.

 


როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ტილერსონმა განაცხადა, რომ რუსეთმა ასევე გამოხატა გარკვეული სურვილი განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.

 


„ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის ადგილები, სადაც ერთად მუშაობას შევძლებთ... იმ ადგილებში, სადაც ჩვენ განსხვავებულობა გაგვაჩნია, ჩვენ უნდა განვაგრძოთ იმ გზების მოძებნა, რომლითაც ამ საკითხებს მივმართავთ“, უთხრა ტილერსონმა რეპორტიორებს.

 


ტილერსონი აშშ-ის რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვის საპასუხო ზომების შესახებაც ესაუბრა მის რუს კოლეგას და როგორც მან თქვა, უთხრა ლავროვს, რომ შეერთებული შტატები კრემლის გადაწყვეტილებას, 1-ლი სექტემბრისთვის რუსეთში ამერიკელი დიპლომატების დაახლოებით 60%-ით შემცირების თაობაზე, პასუხს გასცემს.

 


„ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება თუ როგორ ვუპასუხებთ რუსეთის მოთხოვნას აშშ-ის დიპლომატიური თანამშრომლების გაყვანასთან დაკავშირებით. მე დავუსვი რამდენიმე სიცხადის შემტანი შეკითხვა... მე ვუთხარი მას, რომ 1-ლი სექტემბრისთვის გავცემთ პასუხს“, განაცხადა ტილერსონმა.

 


ლავროვმა კვირას განაცხადა, რომ მას სჯეროდა, რომ დაძაბულობის მიუხედავად, მისი ამერიკელი კოლეგები მზად იყვნენ კომპლექსურ საკითხებზე მოსკოვთან დიალოგის გასაგრძებლად.

 


ვაშინგტონი უკრაინის კონფლიქტს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ დამაბრკოლებელ საკითხად განიხილავს.

 


შეერთებულმა შტატებმა გასულ თვეს უკრაინაში მისი სპეციალური წარმომადგენელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი გააგზავნა იმისათვის, რომ შეაფასოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა.

 


„ჩვენ საგანგებო დესპანი დავნიშნეთ, რომ ჩავერთოთ რუსეთთან მოლაპარაკებებში და ასევე კოორდინაცია მოვახდინოთ ყველა მხარესთან“, განაცხადა ტილერსონმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი