ივანიშვილი: საქართველო აუცილებლად მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას
04-02-2014, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შემაშოფოთებელია, ვინაიდან უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა.

 

 

"ძალიან სამწუხაროა, რომ იქ მოქალაქეები დაიღუპნენ და მინდა სამძიმარი გამოვუცხადო. სამწუხაროა ისიც, რომ უკრაინამ ვერ მოახერხა ამ ეტაპზე ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. უკრაინის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენც ძალიან გაგვიიოლებდა პროცესს. გარდა წუხილისა, უფრო ღრმად არ წავიდოდი. დღეს პოლიტიკაში არ ვარ, მაგრამ იმდენი პრობლემები გვაქვს საქართველოში, რომ თავს უფლებას არ მივცემ, სხვა სახელმწიფოებს მივუთითო იმ პროცესებზე, რაც შეიძლება არ იყოს დემოკრატიული და მოსაწონი ჩვენთვის"- - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

მისი განცხადებით, საქართველო აუცილებლად მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და ვერავითარი ძალისხმევა ამაში ხელს ვერ შეუშლის.

"კარგად ვაცნობიერებ რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს, როგორი მცდელობები შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საქართველოს უპრეცედენტოდ პასუხისმგებლიანი და რაც მთავარია, დამოუკიდებელი ხელისუფლებას ჰყავ"- განაცხადა ივანიშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას არავის ვალი არ აქვს, მათ შორის არც ბიზნესის, არც რომელიმე სახელმწიფოსი და არც პოლიტიკური ძალის, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა.

 

 

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ განწყობა საქართველოში ერთგვაროვანია - საქართველოს მოსახლეობას აქვს განუსაზღვრელი სურვილი ევროპულ ოჯახში დაბრუნდეს.

"ჩვენ გვყავდა ძალიან დიდი წინაპარი ვაჟა-ფშაველა და თუ ნახავთ ევროპულ დეკლარაციებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, შეიძლება ნახოთ, რომ ვაჟა-ფშაველას სიტყვების ციტირება მიდის. ამას იმიტომ ვიხსენებ რომ ევროპულობა ვინმეს აღმოჩენა არ არის, იგივე ამერიკა. "ნაციონალურ მოძრაობას" ის წარმოდგენა აქვს, რომ ევროპა და ამერიკა მათ აღმოაჩინეს"- განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მისი თქმით, საქართველო ევროპაში შესვლას კი არ აპირებს, არამედ ერთიანდება იმ ფასეულობებთან, რასაც ვაჟა-ფშაველას ნაწერებში ვნახულობთ.

"ეს ჩვენს გენებშია, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნილებაა და ამას ვერავინ შეაჩერებს. არავითარი რეალური ძალა არ არსებობს, რომ ჩვენ ვერ მოვახერხოთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა აგვისტოში. ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე. ძალიან სწრაფი ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ ჩვენს ოჯახში- ევროპაში"- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/sazogadoeba/36471-ivanishvili-saqarthvelo-aucileblad-moatsers-khels-evrokavshirthan-asocirebis-khelshekrulebas.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი