თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში" წიგნის „გმირი" პრეზენტაცია გაიმართა
08-08-2017, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაზეთ „პრაიმტაიმის" წიგნის „გმირი“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ღონისძიებას საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებთან ერთად დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები საკუთარი ერის ღირსების, საკუთარი ერის გაძლიერების და განმტკიცების მიზანს ემსახურება.

 


„თუ რამე აძლიერებს ჩვენს ერს და თუ რამემ მოგვცა საფუძველი დღემდე, ღირსეულად მოვსულიყავით, ეს არის გმირების უკვდავყოფა. თითოეული მოქალაქის უდიდესი პასუხისმგებლობაა თავისი წვლილი შეიტანოს ეროვნული ღირსების დაცვის საქმეში, რადგან ეს გვაერთიანებს და ჩვენს არსებობას ახანგრძლივებს,“ განაცხადა ლევან იზორიამ.

 


თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხოვრება და მათი გმირული ბრძოლაა ასახული. 

 

 

„არმიჰოლის“ დარბაზში ასევე შედგა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიების დასასრულს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებს წიგნი „გმირი“ საჩუქრად გადაეცათ. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და მინისტრის მოადგილეები ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი