დავით სერგეენკო: მე არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში
08-08-2017, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გულწრფელად გული მტკივა იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა გარკვეული მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო და მჯერა, რომ უახლოეს დღეებში მომეცემა საშუალება დეტალური განმარტება გავაკეთო, ასე ეხმაურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მის მიერ რამდენიმე დღის წინ, მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

 

 

სერგეენკო განმარტავს, რომ მსგავსი განცხადების გაკეთება აზრად არ ჰქონია".

 

 

„რა თქმა უნდა, მე არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში. ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლების დასაწყისიდან და რამდენიმე დამანგრეველი ტალღა იყო და დღესაც ეს უდიდესი პრობლემაა. გულწრფელად მჯერა, რომ ამ ფრაზის შინაარსის განმარტებას შევძლებ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვწუხვარ ასეთ ფორმულირებაზე - ალბათ ჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება. რა შინაარსისაც არ უნდა იყოს - მცოცავი, პროგრესული, ეტაპობრივად ეს არის დამანგრეველი - საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რასაც შეეწირა ასეულობით ადამიანი და ასეულობით ათასი გადაიქცა დევნილად. რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაცია", განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი