იტალიაში მეხანძრეებს ბრალი ედებათ ხანძრის განზრახ გამოწვევაში იმ მიზნით, რომ შემდგომ მის ჩაქრობაში ფული აეღოთ
09-08-2017, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიის პოლიციამ 15 მოხალისე მეხანძრე დაკითხა, რომელთაც ბრალი ედებათ ხანძრის განზრახ გამოწვევაში იმ მიზნით, რომ შემდგომ მის ჩაქრობაში ფული აეღოთ.

 


როგორც BBC იუწყება, მოხალისეები თავად რეკავდნენ 115-ზე ან ნათესავებს და მეგობრებს არეკინებდნენ ხანძრის შესახებ. მათი მეთაური განზრახ ცვლიდა სამუშაო ცვლებს, რათა გაეჩინა ცეცხლი.

 


რაგუსას გარეუბნის გუნდზე ეჭვი იქედან გამომდინარე აიღეს, რომ ამ გუნდის გამოძახებები გახშირდა.

 


თითოეული მათგანი საათში 10 ევროს იღებდა.

 


იტალიის მოსახლეობა სიცხისგან იხუთება, რადგან ტემპერატურა უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც 40 გრადუსს აღემატება, რამაც მცენარეების გახმობა გამოიწვია და გაახშირა და ხანძრების წარმოშობა.

 


ესპანეთში, პორტუგალისა და სამხრეთ საფრანგეთშიც მაღალი ტემპერატურები ფიქსირდება.

 


იტალიის მედია იუწყება, რომ 15 მეხანძრიდან უმრავლესობა აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ინციდენტებს 2013-2015 წლებში ჰქონდა ადგილი და პოლიციამ გადაწყვიტა, რომ შინა პატიმრობა მხოლოდ მეთაურისთვის, და არა სხვებისთვის, მიესაჯა.

 


რაგუსა სამხრეთ-აღმოსავლეთ სიცილიაში, კატანიასგან 105 კილომეტრის დაცილებით მდებარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი