ამერიკელი მსახიობები, კრის პრატი და ანა ფერისი რვაწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ
10-08-2017, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელმა მსახიობებმა, კრის პრატმა და ანა ფერისმა სოციალურ ქსელში განაცხადეს, რომ რვაწლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს შორდებიან.

 


წყვილმა, რომელიც ერთმანეთს 2007 წელს ფილმ „Take Me Home Tonight”-ის გადაღებებისას შეხვდა, განაცხადა, რომ ურთიერთობის გადარჩენის ცდებმა უშედეგოდ ჩაიარა.

 


კრის პრატმა თავის „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა: „ჩვენ ვეცადეთ დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“.

 


პრატი, 38 წლის, და ფერისი, 40 წლის, 2009 წელს დაქორწინდნენ. მათ ჰყავთ საერთო შვილი, სახელად ჯეკი.

 


„ჩვენს შვილს ორი მშობელი ჰყავს, რომლებსაც ის ძალიან უყვართ და ამიტომაც გვინდა ეს სიტუაცია მაქსიმალურად პირადულად დავტოვოთ“, წერია პოსტში.

 


ფეისბუკის პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ წყვილი ერთად გატარებულ დროს აფასებს და ერთმანეთის მიმართ უღრმესი პატივისცემით არიან განმსჭვალული.

 


კრის პრატმა პოპულარობა ფილმების „Jurassic World” და “Guardians Of The Galaxy”-ს წყალობით მოიპოვა. ანა ფერისმა სახელი 2000 წელს ფილმ „Scary Movie“-თ გაითქვა.

 


მსახიობების დაშორების ამბავმა ფეისბუკი მოიცვა და წყვილის ბევრმა მხარდამჭერმა დამწუხრება პოსტებით გამოხატა.

 


„უფალო, ვლოცულობ რომ აღდგეს ეს ქორწინება. ქრისტეს სახელით, ამინ“, განაცხადა ანა სტენბაკ ქოულმა.

 


კიდევ ერთი ფეისბუკის მომხმარებელი, მირიამ სინტონი გამოეხმაურა მსახიობების განცხადებას. მირიამმა დაწერა: „ვერასდროს ვიფიქრებდ რომ ასეთ განცხადებას ვნახავდი. ვწუხვარ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.“

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი