ზურაბ ალავიძე: როგორც სხვა გუბერნატორები შევარჩიეთ, ანალოგიურად შევარჩევთ ახალ გუბერნატორებსაც
10-08-2017, 06:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორების გადადგომასთან დაკავშირებით აცხდებს, რომ ეს „დინამიკური პროცესია და ცვილილებები ხდება, ამაში გასაკვირი არაფერია“.

 

 

მისი თქმით, რაც შეეხება გია სალუქვაძისა და პაპუნა მარგველაძის შემცვლელებს, „როგორც სხვა გუბერნატორები შევარჩიეთ, ანალოგიურად შევარჩევთ მათაც“.

 

 

„ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ახალი გუნდი მუშაობს. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რამდენიმე გუბერნატორი შეიცვალა. ისინი სხვადასხვა სამსახურებში გადავიდნენ, სამსახურის გარეშე არავინ დარჩენილა. ახლა იცვლება კიდევ ორი გუბერნატორი. ისინიც ცხოვრებას აგრძელებენ და ისეთ სამსახურებში გადადიან, რომელიც მათთვის კომფორტულია. ერთი კერძო სექტორში გადადის (თუ არ ვცდები), მეორე - ფინანსთა სამინისტროში. დინამიკური პროცესია და ცვილილებები ხდება, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება ახალ გუბერნატორებს, როგორც სხვა გუბერნატორები შევარჩიეთ, ანალოგიურად შევარჩევთ მათაც. კარგ გუბერნატორებს მივიღებთ. რეგიონების ხელმძღვანელები არიან მთავრობის წარმომადგენლები რეგიონებში და აქედან გამომდინარე, ისინი ძალიან აქტიურად იქნებიან სივრცითი მოწყობის პროცესებში ჩართული“, განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი