ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ თუკი ფხენიანი აშშ-ზე თავდასხმას წამოიწყებს, მისი ქვეყანა სრულად არის მზად, შეუერთდეს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ომს
11-08-2017, 01:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სრულად არის მზად შეუერთდეს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ომს, თუკი ფხენიანი შეერთებულ შტატებზე თავდასხმას წამოიწყებს.

 


„თუკი თავდასხმა იქნება შეერთებულ შტატებზე, „ანზუსის“ ხელშეკრულება ამოქმედდება და ავსტრალია დახმარებას აღმოუჩენს შეერთებულ შტატებს, ისევე როგორც ამერიკაც დაგვეხმარებოდა ჩვენზე თავდასხმის შემთხევაში“, განაცხადა მან რადიო ინტერვიუში, როგორც ამას BBC იუწყება.

 


ვაშინგტონთან სიტყვიერი ომის გაძლიერების ფონზე ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მისი გეგმა, ოთხი რაკეტის შეერთებული შტატების ტერიტორიის, გუამის სიახლოვეს გაშვების შესახებ მალე იქნება მზად.

 


სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ „ჰვასონგ-12“-ის რაკეტები ჩაუვლის იაპონიას და დაეშვება ზღვაში, დაახლოებით 30 კილომეტრში გუამიდან, თუკი გეგმა კიმ ჩენ ინის მიერ იქნება მოწონებული.

 


სახელმწიფო მედიით ბოლოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, არმია „საბოლოოდ დაასრულებს აღნიშნულ გეგმას“ აგვისტოს შუა პერიოდისთვის და მას ლიდერ კიმ ჩენ ინს დასამტკიცებლად წარუდგენს.

 


„ჰვასონგ-12“-ის რაკეტები, რომელსაც კორეის სახალხო არმია გაუშვებს, გადაკვეთს ცას იაპონიის პრეფექტურების - შიმანის, ჰიროსიმას და კოიჩის თავზე“, იტყობინება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო KCNA არმიის მთავარი გენერლის, კიმ რაკ გიომის სიტყვებზე დაყრდნობით.

 


„ისინი1,065 წამის განმავლობაში 3,356.7კმ-ს იფრენენ და დაეშვებიან წყლებში, გუამიდან 30-40 კილომეტრის მოცილებით“.

 


„ჰვასონგის“ რაკეტები ჩრდილოეთ კორეის ადგილობრივი წარმოებისაა, რომლებიც საშუალო და შორ მანძილზე მიმავალია.

 


ფხენიანის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ ჯერსიში, სადაც იგი შვებულებას ატარებს, რეპორტიორებს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამერიკისადმი უპატივცემულობას იჩენს, „საზარელ“ კომენტარებს აკეთებს და ეს მას ძვირი დაუჯდება.

 


„მოდი ვნახოთ, რას იზამს იგი გუამთან დაკავშირებით. თუ ის რაღაცას გააკეთებს გუამში, ეს იქნება ამბავი, რომლის მსგავსი მანამდე არავის ექნება ნანახი, თუ რა მოხდება ჩრდილოეთ კორეაში“.

 


ტრამპის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან მალევე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა რეპორტიორებს უთხრა, რომ აშშ ჯერ კიდევ ამჯობინებს დიპლომატიურ მიდგომას ჩრდილოეთ კორეის საფრთხისადმი და ომი „დამღუპველი“ იქნებოდა.

 


შეკითხვაზე, არის თუა არა შეერთებული შტატები მზად თუ ჩრდილოეთ კორეა მტრულ ქმედებას განახორციელებს, მან თქვა: „ჩვენ მზად ვართ“.

 

 

გუამი - ერთი ციცქნა, მაგრამ მნიშვნელოვანი კუნძული

 

 

 გუამი 541 კვ.კმ ფართობის ვულკანური და მარჯანისებრი კუნძულია წყნარ ოკეანეში, რომელიც ფილიპინებსა და ჰავაის შორის მდებარეობს.

 


 ის შეერთებული შტატების ტერიტორიაა და მისი მოსახლეობა 163,000-ს შეადგენს.

 


 ეს ნიშნავს იმას, რომ გუამზე დაბადებული ადამიანები შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან, ჰყავთ არჩეული გუბერნატორი და წარმომადგენლობითი პალატა, მაგრამ არ შეუძლიათ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისცენ ხმა.

 

 

 შეერთებული შტატების ბაზები კუნძულის თითქმის მეოთხედს ფარავს. ამერიკას იქ დაახლოებით 6,000 სამხედრო პირი ჰყავს განლაგებული და არსებობს გეგმა, რომ მათ ათასობით სხვა სამხედრო დაემატოთ.

 


 ის იყო მთავარი ამერიკული ბაზა მეორე მსოფლიო ომში, და კვლავაც რჩება მნიშვნელოვან ბაზად, საიდანაც ამერიკას გზა აქვს ხსნილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, კორეის ნახევარკუნძულსა და ტაივანის სრუტეებზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი