18 ადამიანია მოკლული და 8 დაჭრილი ბურკინა ფასოს დედაქალაქში განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმის“ შედეგად
13-08-2017, 23:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

18 ადამიანია მოკლული და 8 დაჭრილი „ტერორისტული თავდასხმის“ შედეგად ბურკინა ფასოს დედაქალაქ უაგადუგუგუში, როგორც ამას BBC მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.

 


თვითმხილველთა ცნობით, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა სასტუმროს გარეთ და რესტორანში მსხდომ ადამიანებს.

 


დედაქალაქის ცენტრი გარშემორტყმულია არმიით და შეერთებული შტატების საელჩომ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, მოერიდონ ტერიტორიას.

 


ვარაუდობენ, რომ ახლანდელი თავდასხმა ალ-ყაიდასთან აფილირებული ჯგუფის მიერ არის განხორციელებული.

 


ბურკინა ფასოს კომუნიკაციის მინისტრმა რემის დანდჯინომ განაცხადა, რომ უცნობია, თუ რამდენი თავდამსხმელი იყო ჩართული ინციდენტში.

 


„ისინი მომწყვდეული არიან შენობის ერთ ნაწილში, რომელზე თავდასხმაც მოახდინეს. უსაფრთხოების და ელიტური ძალები ოპერაციას ახორციელებენ“, განაცხადა მან ტელევიზიით.

 

 

მოგვიანებით, ბურკინა ფასოს უსაფრთხოების ძალებმა სამი თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელეს. 

 

 

სროლები კვირას, ღამით, ადგილობრივი დროით 21:00 საათის შემდეგ დაიწყო დედალაქის ხალხმრავალ კვამ ნკრუმაჰის გამზირზე.

 


თავდამსხმელებმა სასტუმრო „ბრავია“ და „აზიზ სტამბულის“ რესტორანი აიღეს სამიზნეში.

 

 

 


„თავდასხმამ 18 ადამიანი იმსხვერპლა, მათი ეროვნებები ჯერჯერობით დაუდგენელია და დაიჭრა 8 მოქალაქე“, განაცხადა მთავრობამ, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო AFP-ი იტყობინება.

 


ქალაქის საავადმყოფოს ცნობით, მოკლულთაგან ერთ-ერთი თურქი ეროვნებისაა.

 


გასული წლის იანვარში დედაქალაქში ერთ-ერთი კაფეს მიმდებარედ ჯიჰადისტის თავდასხმას 30 ადამიანი შეეწირა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი