ავიაკომპანია „რაინეარი“ აეროპორტებს ორი ჭიქა ალკოჰოლური სასმელის ლიმიტის დაწესებისაკენ მოუწოდებს
15-08-2017, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ავიაკომპანია „რაინეარმა“ მოსთხოვა გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებს, დააწესონ ალკოჰოლურ სასმელებზე ორი ჭიქის ლიმიტი. „რაინეარმა“ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც BBC Panorama-ს გამოძიებამ დაასკვნა, რომ ნასვამი მგზავრების დაპატიმრებები 50%-ით გაიზარდა ერთ წელიწადში.

 


2016 წლის თებერვლიდან 2017 წლის თებერვლამდე 387 ნასვამი მგზავრი დააკავეს, როცა წინა წელს ეს რიცხვი 255-ს შეადგენდა.

 


ავიაკომპანიამ უკვე აუკრძალა გლაზგოდან და მანჩესტერიდან, ალიკანტესა და იბიცაში გაფრენილ მგზავრებს თვითმფრინავზე ალკოჰოლის ატანა.

 


ავიაკომპანია დაჟინებით მოუწოდებს აეროპორტებს აკრძალოს ალკოჰოლის გაყიდვა დილის 10 საათამდე და შეზღუდოს სასმელის რაოდენობა მგაზვრობისას მაქსიმუმ 2 ჭიქამდე.

 


ავიაკომპანიის წარმომადგენელმა კენი ჯაკობსმა განაცხადა: „ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ ალკოჰოლის გაყიდვასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ გვსურს, რომ აიკრძალოს ალკოჰოლის გაყიდვა აეროპორტებში, განსაკუთრებით ადრეული დილის რეისებისას და როდესაც ფრენების დაყოვნება ხდება“.

 


დიდი ბრიტანეთის ავიახაზების ვაჭრობის განყოფილებამ განაცხადა, რომ მგზავრს კანონით უნდა ეკრძალებოდეს თავისი სასმელის დალევა თვითმფრინავში.

 


ამავდროულად, ეკიპაჟის წევრების ნახევარზე მეტი ეთანხმება ამ წამოწყებას და ამბობენ, რომ შეესწრნენ გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებში ნასვამი მგზავრების გამაღიზიანებელ ქცევებს.

 


ჯამში ეკიპაჟის 19,000 წევრი გამოიკითხა და 4,000-მა გასცა პასუხი. ამ 4,000-დან კი ყოველმა მეხუთემ აღნიშნა, რომ ნასვამი მგზავრებისგან ფიზიკური შურაცხყოფა მიიღეს.

 


Virgin-ის ავიახაზების ეკიპაჟის წევრთა ყოფილმა მენეჯერმა, ელი მერფიმ, რომელმაც სამსახურს გასულ წელს 14-წლიანი მუშაობის შემდეგ დაანება თავი, „პანორამას“ უთხრა, რომ მგზავრები მათ ბარის მომსახურე პერსონებად მიიჩნევენ ცაში და მრავალჯერ შეხებიან მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.

 


2016 წლის ივლისში ავიაციის ინდუსტრიამ წარადგინა ნებაყოფილობითი კოდექსი მავნებელი მგზავრების ყოფაქცევისა, რასაც დიდი ნაწილი აეროპორტებისა და ავიაკომპანიებისა დათანხმდა.

 


ამ კოდექს უნდა დაერეგულირებინა თვითმფრინავში ალკოჰოლის პრობლემები. გამოკითხვის თანახმად, ეკიპაჟის წევრების 23% თვლის, რომ ეს კოდექსი მუშაობს.

 


ალკოჰოლი ჰაერში

 


• თვითმფრინავში შესვლა ნასვამ მდგომარეობაში ან თვითმფრინავის მგზავრობისას დათრობა ისჯება კანონით. მაქსიმალური დაკავების ვადა - 2 წელი.

 


• კანონი, რომელიც ზღუდავს ალკოჰოლის გაყიდვას გარკვეული საათების შემდეგ, არ ეხება გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებში მდებარე ბარებს და მაღაზიებს. ბარებს შეუძლიათ ემსახურონ მგზავრებს ადრეულ ან გვიან ფრენებზე.

 


• დაახლოებით 270 მილიონი მგზავრი ესტუმრა გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებს გასულ წელს და მაღაზია Duty Free-ს შემოსავლის მეხუთედი ალკოჰოლზე მოვიდა.

 


• სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ განაცხადა, რომ მგზავრების ინციდენტების რიცხვი 2012 წლიდან 2016 წლამდე 600%-ით გაიზარდა, რომლებთაგანაც უმეტესობა „ალკოჰოლმა გამოიწვია“.

 

წყარო: გაერთიანებული სამეფოს ავიახაზები და მგზავრობის ფორუმი.

 


დაბალფასიანმა ავიახაზებმა Jet2-მა 8 საათამდე ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალა და დირექტორმა, ფილ ვარდმა, განაცხადა, რომ მეტი ქმედებებია საჭირო.

 


„ვფიქრობ, აეროპორტებს და საცალო მოვაჭრეებს მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ“.

 

 

რამდენიმე ამბავი ნასვამ მგზავრებზე:

 

 

• „ერთ-ერთი მგზავრი ისეთი ნასვამი იყო, ღვედის შეკვრა პერსონალს მოუწია. დაშვებისას თვითმფრინავში რამდენიმე ნასვამი ადამიანი ფეხზე დგებოდა იმის მიუხედავად, რომ ყველა დაჯდომას თხოვდა. მე გამიგია უარესი ამბებიც ნასვამ, რასისტ, სექსისტ და საზიზღარ მგზავრებზე“. - ნიკი ვებერი

 


• „თვითმფირნავით მგზავრობისას ერთი ქალბატონი შეგვხვდა, რომელიც ძალიან ბილწად საუბრობდა, დაფრენისას ფეხზე ადგა და ჩემი შვილის თანდასწრებით ყვიროდა და ბილწსიტყვაობდა“. - შარონ რიჩარდსი

 


• „ერთ-ერთი მგზავრი ისეთი მთვრალი იყო, ჩაფრენისას დახმარების გარეშე ვერ შეძლო თვითმფრინავის დატოვება“. - პაულ შა

 


• „ჩემს უკან იჯდა ნასვამთა ჯგუფი, რომლებმაც აეროპორტშიც მიიღეს ალკოჰოლი, და თვითმფრნავშიც აგრძელებდნენ ალკოჰოლის სმას წყლის ბოთლებიდან. ავიახაზების ეკიპაჟმა ამ ფრენისას არავის მისცა ალკოჰოლი“. - დევიდ მოულტი

 


კარენ დიმ, აეროპორტის ოპერატორთა ასოციაციის უფროსმა განაცხადა: „მე არ ვეთანხმები იმას, რომ აეროპორტები ალკოჰოლს უპასუხისმგებლოდ ყიდიან. ეს ინციდენტები ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას და არასწორ გამოყენებას მოყვება ხოლმე“.

 


მან განაცხადა, რომ ისინი მუშაობდნენ საცალო გამყიდველებთან და თანამშრომლებთან, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ ესმით წესები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი