თვითმკვლელმა ქალებმა ნიგერიაში თავები აიფეთქეს, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
16-08-2017, 09:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოფიციალური პირების თქმით, სამმა თვითმკვლელი ქალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში თავის აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.

 


როგორც BBC იუწყება, ასევე ათეულობით ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, როდესაც ქალბატონებმა ლტოლვილთა ბანაკის შენობის გარეთ, ბორნოს შტატში - ისლამისტების სამხედრო ჯგუფის „ბოკო ჰარამის“ შტაბთან - თავი აიფეთქეს.

 


მიმდინარე თვეების განმავლობაში ქალაქში ძალადობის აღმავლობა შეინიშნება.

 


„ბოკო ჰარამი“ 2009 წლიდან იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებისთვის.

 


განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების ანტი-ტერორისტულმა მკვლევარებმა გასულ კივირას გამოაქვეყნეს, წერია, რომ ეს პირველი ამბოხებაა ისტორიაში, სადაც თვითმკვლელებს შორის ქალები უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე კაცები.

 


ბაბა კურამ, ადვოკატთა ჯგუფის წევრმა, რომელიც ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა, სააგენტო AFP-სთან საუბრისას განაცხადა, რომ პირველმა თვითმკვლელმა თავი ბანაკთან ახლოს აიფეთქა, რამაც პანიკა გამოიწვია.

 


„ხალხი ცდილობდა თავიანთი მაღაზიების დაკეტვას, როდესაც დანარჩენმა ორმა თვითმკვლელმა ბომბები აამოქმედა. სწორედ ამ აფეთქებას მოჰყვა მსხვერპლის დიდი ნაწილი“, განაცხადა ბაბამ.

 


გასულ წელს ნიგერიის მთავრობამ „ბოკო ჰარამის“ დამარცხება დაადასტურა.

 


თუმცა, კორესპონდენტები ამბობენ, რომ ჯარი ვერ ახერხებს თავდასხმების შეჩერებას და მოსახლეობა ბორნოს შტატში მდებარე სახლებს ტოვებს და ბანაკებისკენ მიემართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი