ჰიმალაის საზღვრის გასწვრივ ინდოეთისა და ჩინეთის სამხედროებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
16-08-2017, 13:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც ინდოელმა ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს განაცხადეს, დასავლეთ ჰიმალაისთან მდებარე სადავო საზღვართან ინდოეთისა და ჩინეთის სამხედრო ძალები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 


ახალი ამბების სააგენტო PTI-მ განაცხადა, რომ ჯარისკაცები ერთმანეთს ქვებს ესროდნენ, რის გამოც სამხედროებს მცირე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. ამ დაპირისპირების მიზეზი ჩინელი სამხედროების ინდოეთის ტერიტორიაზე (პანგონგის ტბასთან) გადასვლის მცდელობა გახდა.

 


პეკინი ამტკიცებს, რომ ჯარისკაცები ჩინეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

 


ორი ქვეყანა ჩიხშია მოქცეული დოკლამის მიდამოებში, სადაც ჩინეთს, ინდოეთს და ბუტანს ესაზღვრება.

 


PTI-მ სამხედრო ოფიციალური პირების ციტირება მოხდინა და განაცხადა, რომ ბოლო დაპირისპირებისას ჯარისკაცები იძულებულნი იყვნენ ცოცხალი ჯაჭვი შეექმნათ, რათა ინდოეთის ტერიტორიაზე ჩინელი სამხედროების შემოჭრა შეეჩერებინათ. ჩინეთი იმავე ტერიტორიას თავისად მიიჩნევს.

 


როგორც ინდოელმა ოფიციალურმა პირმა BBC-სთან განაცხადა, მას არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს მედიის განცხადებები, თუმცა აღნიშნა, რომ „ასეთი ინციდენტები ხდება“. მანვე დაამატა: „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი რამ მოხდა“.

 


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია: „ინდოეთის მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედროები და აღჭურვილობა ჩინეთის მიწიდან“. პეკინის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეტაკებისას ორივე ქვეყნის სამხედროები ჩინეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

 


ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზუსტი საზღვარი ინდოეთსა და ჩინეთს შორის ამ კოკნრეტულ ტერიტორიაზე არ არსებობს.

 


მანვე დაამატა, რომ ეს შეტაკება არ მოხდებოდა, იმ ტერიტორიაზე ზუსტი საზღვრის ხაზის დადგენაზე შეთანხმება რომ შემდგარიყო.

 


ბოლო შეტაკება მაშინ მოხდა, როცა ორი ქვეყნის არმია განაგრძობს ორი თვის განმავლობაში აღმოსავლეთისკენ სვლას პლატოს მიმართულებით, რომელიც ინდოეთში ცნობილია, როგორც დოკლამი, ჩინეთში კი დონგლანგი.

 


ივნისში დაწყებული შეტაკების შემდეგ, თითოეული ქვეყანა აძლიერებს საკუთარ რაზმს და ერთმანეთს უკან დახევას სთხოვს.

 


საზღვრებთან დაკავშირებული შეტაკებები ამ ორი ქვეყნისთვის უცხო არაა. 1962 წელს მომხდარი შეტაკების შემდეგ ზუსტი საზღვრები დღემდე არ არის ცნობილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი