32 ადამიანი მოკლა ფილიპინების პოლიციამ ნარკოტიკებზე რეიდებისას - ასეთი „სისხლიანი ღამე“ და ერთ დღეში ამდენი ადამიანის სიკვდილი ნარკოტიკებზე ომს არასდროს მოჰყოლია
16-08-2017, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფილიპინების პოლიციამ ნარკოტიკებზე რეიდებისას 32 ადამიანი მოკლა. ერთ დღეში ამდენი ადამიანი ქვეყანაში ნარკოტიკებზე ომის დროს არასდროს მომკვდარა.

 


როგორც BBC იუწყება, სამშაბათს მოწყობილი რეიდები ბულაკანის პროვინციაში 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

 


პოლიციამ აღნიშნა, რომ რეიდებისას მოკლულები სამართალდამრღვევები იყვნენ და პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა.

 


ათასობით ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ 2016 წელს ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი წამოიწყო.

 


კამპანია, რომლის მიზანია ნარკოტიკებით ვაჭრობას ბოლო მოუღოს, სიკვდილიანობის გამო საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი გახდა. პრეზიდენტ დუტერტეს წარსულში სასამართლოს გარეშე მკვლელობები აქვს სანქცირებული.

 


ადგილობრივი განცხადებების მიხედვით, სამშაბათის ოპერაცია, რომელიც შუაღამიდან შუაღამამდე გაგრძელდა, ბულაკანში მოწყობილი ათეულობით რეიდებისგან შედგებოდა. რეიდების შედეგად ოფიცრებმა არალეგალური ნარკოტიკები ამოიღეს და ასობით ადამიანი დააკავეს.

 

 

 

 


„ნარკოტიკების ომს დასასრული არ უჩანს“ - ჰოვარდ ჯონსონი, სააგენტო BBC, მანილა.

 


მკვლელობების რეკორდული რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტის ნარკოტიკების ომის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.

 

 

ჰოვარდი შეხვდა ქალბატონს, რომელმაც უამბო როგორ მოკლეს თავისი შვილი „იყიდე და გაანადგურე“ რეიდისას. მან განაცხადა, რომ თავისი ვაჟი ნარკოტიკებს არ ასაღებდა. ბიჭს ხელისუფლების მიერ სამი თვის წინ მარიხუანას ნებადართული დოზა ჰქონდა მიღებული.

 


ასეთი მრავალი ამბის მიუხედავად, ფილიპინების მოსახლეობა მხარს უჭერს პრეზიდენტის ნარკოტიკების ომს. მანილას მოსახლეობა თავს უფრო დაცულად გრძნობს.

 


პრეზიდენტმა დუტერტემ იანვარში კამპანია შეაჩერა იმის დაპირებით, რომ „გაასუფთავებდა“ პოლიციას და ანტი-ნარკოტიკული ერთეულის რეორგანიზაციას მოახდენდა. კამპანია მარტში განახლდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი