გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს - საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტის“ ოფისიდან დოკუმენტების ამოღებას აწარმოებს და ფინანსური ხასიათის დარღვევებზე გამოძიებას იწყებს
17-08-2017, 08:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტის“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 


„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.

 


ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა“, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში, რომლის გავრცელებამდეც ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარა.

 


სიგუა უცხოეთში იმყოფებოდა და მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ აპირებდა, მაგრამ განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყანაში დაბრუნდა და პარასკევს დაკითხვაზე გამოცხადდება.

 


„წესით და რიგით საქართველოში არ უნდა ჩამოვსულიყავი ასე მალე, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასე ძალიან დაინტერესდა „ჯემ ფესტის“ საქმიანობით, ამოიღეს ჩვენი დოკუმენტაცია, წაიღეს კომპიუტერები ოფისიდან და ა.შ. სწორედ იმისთვის, რომ არ ჩათვალოს ვინმემ, თითქოს სადღაც გავიქეცი ან ვიმალები, სასწრაფოდ შევწყვიტე ვიზიტი და ჩამოვედი. ხვალ მივდივარ დაკითხვაზე, ნებისმიერ კითხვას რომ ვუპასუხო“, განაცხადა გიორგი სიგუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი