სემეკის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს - სემეკში საპატრულო პოლიცია მივიდა
18-08-2017, 05:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სემეკის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამის მიზეზი „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან. სხდომაზე მისული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ სემეკმა არ უნდა დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება, რადგან სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ტარიფებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღებამდე სემეკს არ აქვს ტარიფის ცვლილების მოხდენის უფლება.

 

 

„ლეიბორისტები“ მიიჩნევენ, რომ დღევანდელი სხდომა „უკანონოა“ და ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით განახლდა.

 


სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ მათ ურჩია, რომ სასამართლოს მიმართონ.

 


სხდომაზე იმყოფებიან სემეკის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და სხდომა დაცვის თანამშრომლებსა და „ლეიბორისტებს“ შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სემეკში მდგომარეობის განმუხტვის მიზნით საპატრულო პოლიცია მივიდა.

 

 

სხდომაზე ხმაური არც საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ შეწყვეტილა, თუმცა სემეკ-მა კომპანია „თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და სემეკი-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ და სემეკის წევრებმა საკითხს კენჭი მაინც უყარეს.

 


ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას „თელასის“ სატარიფო განაცხადზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად 150 დღიანი ვადა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ „თელასის“ შემთხვევაში ეს ვადა 2017 წლის 31 დეკემბერი იქნება, რადგან „თელასმა“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს სატარიფო განაცხადით 4 აგვისტოს მიმართა.

 


როგორც სემეკ-ში განმარტავენ, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე. სიახლე კი არის ის, რომ დადგენილი ტარიფი ძალაში არა ერთი, არამედ 3 წლის განმავლობაში იქნება.

 


„იქნება 3-წლიანი რეგულირების პერიოდები და ამ პერიოდის დამთავრების შემდეგ თავიდან მოხდება ამ ტარიფების გადაანგარიშება“, განუცხადა ჟურნალისტებს სემეკ-ის წევრმა შონიამ.

 


ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას არ გამორიცხავს ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე ტარიფი „შესაძლებელია რომ შემცირდეს, შესაძლებელია გაიზარდოს“.

 

 

„მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს და დაადგენს მეთოდოლოგიის მიხედვით საბოლოო ტარიფს. როცა ხდება გადახედვა, შესაძლებელია რომ შემცირდეს, შესაძლებელია გაიზარდოს. ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული - მათ შორის, განხორციელებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსზე და სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელიც არის დასათვლელი და შესაფასებელი“, განაცხადა ილია ელოშვილმა ხუთშაბათს ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი