ნათელაშვილმა სემეკში მჯდომარე აქცია დაიწყო და ივანიშვილს მიმართა - ხომ ჰპირდებოდი ხალხს დენის ტარიფის გაიაფებას, გაეცი ხალხს პასუხი, გამოდი ბუჩქებიდან!
18-08-2017, 06:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები სემეკის სხდომათა დარბაზში არიან შეკრებილნი, მჯდომარე აქციას მართავენ და სემეკის წევრებს სხდომის განახლების საშუალებას არ აძლევენ.

 


პარასკევს, დილას ხმაურით დაწყებული სხდომა რამდენჯერმე შეწყდა და სხდომათა დარბაზში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გამოჩენის შემდეგ ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. მდგომარეობის განმუხტვა ვერც საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

 


„როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, აი ისე ეს პროცესი მთავრდება გაძვირებით ყოველთვის. თქვენი მოსატყუებელი კბილი, კაი ხანია მოვიცვალეთ“, განაცხადა სემეკში მისულმა ნათელაშვილმა, რის შემდეგაც ის მის თანაპარტიელებთან ერთად სკანირებდა - „შეწყვიტეთ!“„შეწყვიტეთ!“„შეწყვიტეთ!“

 


სიტყვიერი დაპირისპირებისა და სხდომის ჩაშლის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა სემეკის სხდომათა დარბაზში, თანაპარტიელებთან ერთად, მჯდომარე აქცია წამოიწყო და მოუწოდა თბილისის მოსახლეობას, რომ მივიდნენ სემეკის შენობაში და არ მისცენ საშუალება დენის ტარიფი გაიზარდოს.

 


„მეტი გზა არ არის“, განაცხადა ნათელაშვილმა იატაკზე დაჯდომის შემდეგ“. „აი, ახლა ვინც მიყურებს სამზარეულოდან, რესტორნიდან, თავისი სამუშაო ადგილიდან, ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ აქ, მარეგულირებელ კომისიაში ჯერ და მერე მივადგეთ იქ, სადაც მისადგომია. მე მივმართავ ახლა ხეგლეჯია ივანიშვილს, კრიმინალს, მილიარდერს, მატყუარას და გადამგდებს. ხომ ჰპირდებოდი ხალხს დენის ტარიფის გაიაფებას, გაზის ტარიფის გაიაფებას, სად არის ეს დაპირება? სად არის, გაეცი ხალხს პასუხი, გამოდი ბუჩქებიდან. დღეს შენი დასასრულის დასაწყისია“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც მოსახლეობას „ივანიშვილის ტრანსფორმატორზე გაკვრისკენ“ მოუწოდა. 

 

 

ნათელაშვილის აღნიშნული განცხადებიდან მალევე საპატრულო პოლიციამ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს და მის თანამებრძოლებს სემეკ-ის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. 

 

კომენტარები: 1
#1   თინიკო
      
შალიკიე,შენ მდუმარე აქცია უფრო მოგიხდება. შენც დეისვენებ და ჩვენც დაგვასვენებ შეკაცო! wink
18 აგვისტო 2017 17:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი