ილია მეორე: „ადამიანმაც უნდა ფერი იცვალოს, ფერისცვალება შესაძლებელია მისთვის ღვთის ძალითა და მადლით“
19-08-2017, 12:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მორემ ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო-საღმრთო ლიტურგია შეასრულა და ქადაგებისას ბრძანა, რომ „ადამიანმაც უნდა ფერი იცვალოს“.

 


„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ფერისცვალებას. უფალმა იცვალა ფერი, რათა ეჩვენებინა მოწაფეებისათვის(მოციქულებისათვის), თუ რა ძალა არსებობდა მათ წინაშე. ფერისცვალება იყო იმისთვისაც, რომ უფრო მეტად განმტკიცებულიყო მათი რწმენა. პეტრემ როცა დაინახა ფერისცვალებული მაცხოვარი და მოსე და ილია, მიმართა უფალს: „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფა, ვქმნეთ სამ ტალავარ, ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ილიასა“. ის არ ფიქრობდა თავის თავზე, მოციქულებზე, სამი ტალავარი თუ იქნებოდა, ისინიც იქ იქნებოდნენ ამ დიდების დიდებაში.

 


ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ადამიანმაც უნდა ფერი იცვალოს; ფერისცვალება შესაძლებელია მისთვის ღვთის ძალითა და მადლით... ინებოს უფალმა, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ ამით უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რათა იყოს ერთი მწყემსი და ჩვენ ვიყოთ სამწყსო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი