კანადაში მიგრანტების არნახული მოზღვავებაა - ხელისუფლება ამის მიზეზად მედიის მიერ კანადის თავშესაფრების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ასახელებს
20-08-2017, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აგვისტოს თვის მხოლოდ პირველ ორ კვირაში 3,800 მიგრანტზე მეტმა უკანონოდ გადაკვეთა კანადის პროვინცია კვებეკის საზღვარი.

 


BBC-ს ცნობით, ეს რაოდენობა ოთხჯერ აღემატება ივნისის თვეში შეერთებული შტატებიდან კანადაში ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას.

 


ამ თვეებში კანადაში მიგრანტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობა შეინიშნება, განსაკუთრებით ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე პროვინციებში.

 


კანადის ფედერალური და პროვინციის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მიგრანტების ნაკადის ასეთი ზრდა კანადის თავშესაფრების შესახებ მედიის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შედეგია.

 


კანადის იმიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ლოის დუმასმა განაცხადა: „კანადაში თავშესაფრის თხოვნა არ იძლევა კანადაში მუდმივად ცხოვრების გარანტიას და ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა“.

 


კანადაში ჩასულების უმრავლესობა ჰაიტიდან არის და ისინი შეერთებულ შტატებში კანონიერად ცხოვრობდნენ.

 


მაისში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შეწყვეტდა პროგრამას, რომელიც ახანგრძლივებდა დეპორტაციისაგან დროებით დაცვას ჰაიტის მოქალაქეებისათვის, მას შემდეგ რაც 2010 წელს, იქ გამანადგურებელი მიწისძვრა მოხდა. აღნიშნული დაცვის პროგრამას ვადა 2018 წლის იანვარში გასდის.

 

 

მონრეალმა დროებით თავშესაფრად თავისი ოლიმპიური სტადიონი გახსნა, რათა უეცრად გაზრდილი თავშესაფრის მაძიებლები შეიფაროს.

 


კანადელმა სამხედროებმა ბანაკები ააშენეს, რათა დროებით შეეფარათ მიგრანტები, სანამ მათი განაწილება მოხდებოდა კანონდამცველების და იმიგრაციის ოფიციალური ორგანოების მიერ.

 


კვებეკში, პლატსბურგთან ახლოს არსებული თავშესაფარი 500-ზე მეტ მიგრანტს შეიფარებს.

 


ფედერალურმა სატრანსპორტო მინისტრმა, მარკ გარნეუმ განაცხადა, რომ მთავრობა სიტუაციას აკონტროლებს, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია „უჩვეულოა“.

 


1 იანვრიდან 31 ივლისამდე 7,500-ზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა კანადის საზღვარი, მათ შორის 6,360 კვიბეკში ჩავიდა და დევნილის სტატუსის მიღება მოითხოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი