ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონის, რუსი ანდრეი დრაჩევის სიკვდილთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი
20-08-2017, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში ანდრეი დრაჩევი ხაბაროვსკში, ერთ-ერთი კაფეს მიმდებარედ, ქუჩური ჩხუბის დროს მიღებული ტრავმების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 


როგორც „Говорит Москва“-ს კაფე „გალერეას“ ადმინისტრატორმა, რომელშიც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იმყოფებოდა, განუცხადა, დაწესებულების დაცვა კონფლიქტს თვალყურს ადევნებდა, მაგრამ არ ჩარეულა.

 


„დაცვა გავიდა იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა, და მას უთხრეს, რომ არ ჩარეულიყო, რადგან ეს იყო ჩხუბი ერთი ერთზე“, განაცხადა კაფეს ადმინისტრატორმა ქალბატონმა.

 


უფრო ადრე, ხაბაროვსკის ოლქის პოლიციის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ „ანდრეი დრაჩევი თავის ქალაზე მიყენებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა, რომელიც მან კაფეს მიმდებარედ, ჩხუბისას მიიღო. ჩხუბის მეორე მონაწილე დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, მისი ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიება“.

 


რუსულ მედიაში ჩხუბის ამსახველი ვიდეო მასალაც ვრცელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი