შინდისის ბრძოლის გმირების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი ჩატარდა
21-08-2017, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინდისის ბრძოლის გმირების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი ჩატარდა. სპორტულ აქტივობას, რომელიც გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტის სამსახურის ორგანიზებით მესამედ გაიმართა, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის დარბაზმა უმასპინძლა.

 

 

ტურნირში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 30 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. შეხვედრებს რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯები აკვრიდებოდნენ. შეჯიბრს, საპატიო სტუმრის სტატუსით, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ასევე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გურამ საღარაძე დაესწრო. გუნდური პირველი ადგილი და შინდისის ბრძოლის გმირების სახელობის თასი I ქვეთი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა. ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ კი, სამხედრო პოლიციის საკომენდანტო სამმართველოს კაპრალი გიორგი მახარაშვილი დასახელდა.

 


შეხვედრების უმრავლესობა დაძაბულად წარიმართა, საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

 


-60 კგ.

 


1- კაკაურიძე გიორგი (III ქვეითი ბრიგადა)

 

2- ციცქიშვილი ამირან (I საარტილერიო ბრიგადა)

 

3- წაველიძე ლექსო (ეროვნული თავდაცვის აკადემია)

 


-66 კგ.

 


1- ახალმოსულიშვილი დავით (საინჟინრო ბატალიონი)

 

2- დანელია ალექსანდრე (I ქვეითი ბრიგადა)

 

3- გრიგოლია გურამ (II საარტილერიო ბრიგადა)

 


-73 კგ.

 

 

1- ბუჟღუნაშვილი ნიკა (I ქვეითი ბრიგადა)

 

2- თედლიაშვილი გიორგი (III ქვეითი ბრიგადა)

 

3- ბაჭაძე თენგიზ (I ქვეითი ბრიგადა)

 


-81 კგ.

 


1- მახარაშვილი გიორგი (სამხედრო პოლიცია)

 

2- ნოზაძე ირაკლი (I ქვეითი ბრიგადა)

 

3- კოკუაშვილი გიგა (I საარტილერიო ბრიგადა)

 


-90 კგ.

 


1- შენგელია დავით (საავიაციო ბრიგადა)

 

2- გელაშვილი გიორგი (I ქვეითი ბრიგადა)

 

3- სადუნაშვილი უჩა (I ქვეითი ბრიგადა)

 


+90 კგ.

 

 

1-მურაჩაშვილი კახაბერ (საინჟინრო ბრიგადა)

 

2- ოდოსაშვილი გოჩა (II ქვეითი ბრიგადა)

 

3- დილებაშვილი ზურა (I ქვეითი ბრიგადა)

 


აბსოლუტური

 


1-მახარაშვილი გიორგი (სამხედრო პოლიცია)

 

2- სადუნაშვილი უჩა (I ქვეითი ბრიგადა)

 

3- მჭედლიძე ჯემალ (III ქვეითი ბრიგადა)

 


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი