სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკო მას საქართველოში ექსტრადირებით ემუქრება, 10 სექტემბერს იგი პოლონეთის საზღვრიდან უკრაინაში მაინც შევა
21-08-2017, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან შემოთავაზება მიიღო, არ აპირებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს „შორიდან უყუროს“.

 

 

როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილი აცხადებს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „კარგად მახსოვს, თავის დროზე პუტინის მითითებით, ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები როგორ აღძრა, რომ მე ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა არ მიმეღო“.

 

 

მისივე თქმით, ივანიშვილის მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ „განკარგულება გამოსცა, უკრაინაში გზა დამიხურა და საქართველოში ექსტრადირებით მემუქრება“.

 

 

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკო მას საქართველოში ექსტრადირებით ემუქრება, 10 სექტემბერს იგი პოლონეთის საზღვრიდან უკრაინაში მაინც შევა.

 

 

„10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნება გადავწყვიტე - შეხვედრამდე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, - აცხადებს სააკაშვილი.

 

 

„უკრაინის სრული განადგურება მიმდინარეობს. ახმეტოვმა ხელში ჩაიგდო მსხვილი ენერგეტიკული სექტორი, რაც ნიშნავს, რომ უკვე შემოდგომიდან უკრაინელები მის და პოროშენკოს ჯიბეში უფრო მეტს გადაიხდიან ტარიფების სახით. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა სიტნიკმა განაცხადა, რომ მისი ყველა საქმე დეპუტატების, პოროშენკოს გარემოცვის წინააღმდეგ დაბლოკილია უკრაინის სასამართლოებში. ამის ფონზე, შორიდან ვუყურო ყველაფერ ამას? არავითარ შემთხვევაში....მე დავპირდი უკრაინელ ხალხს, რომ მათ მხარეს ვიქნები. მე „ბარიგების“ მხარეს არ დავმდგარვარ, თუმცა ბევრჯერ შემოუთავაზებიათ ჩემთვის ეს. უკრაინელი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობასთან ერთად ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ რეალობას. უკრაინა ევროპის ზესახელმწიფო გახდება. უკრაინელები ნორმალურად ცხოვრებას დაიწყებენ. შეუძლებელია იმის გაგრძელება, რაც ახლა ხდება“, აცხადებს სააკაშვილი და დასძენს: „მე თქვენი დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ჩვენ გაგვანადგურებენ, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, ჩვენ ვერაფერს გვიზამენ“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი