დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ „პანიკის საფუძველი არ არსებობს“
21-08-2017, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაბა წაღვერში პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით გამართული საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის არც დაბა ბაკურიანში გავრცელების საფრთხე და „პანიკის საფუძველი არ არსებობს“ და შტაბის მიერ შემუშავებული სამი ფრონტის მიმართულებით, სამშაბათს, გამთეენიიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა მეზობელი სახელმწიფოების ტექნიკის დახმარებით ერთიანი ფრონტით განახლდება.

 


„რამდენიმე კრიტიკული ფრონტია გამოყოფილი, მძლავრი ტექნიკა უკვე ადგილზეა, მობილიზებულია ამ წუთას. დილის 6 საათამდე იმ ზონებში, სადაც არის გავრცელების საშიშროება, გზები იქნება ორგანიზებული, როგორც კი ინათებს ცოცხალი ძალის მობილიზებაც გაკეთებული გვაქვს და როგორც სახანძრო, ასევე საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ, სამი კრიტიკული ზონა არის - ეს არის ახალი გაშენებული ტყის ზონა, თორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს არის წაღვერთან მიმდებარე სერი, სადაც უნდა ლოკალიზება გავაკეთოთ, რომ არ გავრცელდეს ცეცხლი და ეს არის სოფელი დაბა, სადაც ნაკლები საშიშროებაა გამომდინარე იქედან, რა დინამიკაც გვაქვს ამ მომენტში. სამივე ამ ფრონტზე ცოცხალი ძალაც ორგანიზებულია, ტექნიკა არის მობილიზებული, უკვე ადგილზეა ის ბულდოზერები, რომლებიც გაიყვანენ გზებს და არანაირი საჭიროება იმისა, რომ ცოცხალი ძალა, მოხალისეები, ახლა მოვიდა ინფორმაცია, რომ აპირებენ ჩამოსვლას, ამის საჭიროება არ არსებობს.

 

 

„ბაკურიანში დამსვენებლებს არაფერი არ ემუქრებათ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ იქ დამსვენებლებმა არ ინერვიულონ იმიტომ, რომ იქითკენ გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ასევე, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მთლიანდ ვაკონტროლებთ ამ დროისთვის სიტუაციას, დილისთვის ვემზადებით, დილაზე ვიმუშავებთ ტექნიკის საშუალებით, დილას ყველა საშუალებით ერთდროულად შევუტევთ ამ სამივე ფრონტს“, განაცხადა კვირიკაშვილმა, რომლის თქმითაც დილას დაზუსტდება მთლიანი ტექნიკის რაოდენობა, რაც ჩაერთვება ხანძრის ჩაქრობის პროცესში და „მაქსიმალური დახმარება“ იქნება მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი