სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩასართავად თურქეთიდან 2 ვერტმფრენი და ასევე თვითმფრინავი დაემატება.
„კიდევ დაგვემატება ავიაცია თურქეთიდან. სხვა ქვეყნებიდან დახმარება ჯერჯერობით არ განიხილება. თურქეთიდან დაემატება ჩვენს ავიაციას 2 ვერტმფრენი და საუბარია ასევე თვითმფრინავზე“, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ბორჯომის ხეობაში, სადაც ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სამი, ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.