ვაშინგტონმა ათეულობით რუსულ და ჩინურ კომპანიასა და ინდივიდზე დააწესა სანქციები ჩრდილოეთ კორეის გამო
22-08-2017, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებულმა შტატებმა ათეულობით იმ რუსულ და ჩინურ კომპანიასა და ინდივიდზე დააწესა სანქციები, რომლებსაც ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განვითარების ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

 


უფრო ადრე, აგვისტოში, გაეროს უშიშროების საბჭომ და მასში შემავალმა რუსეთმა და ჩინეთმა ფხენიანის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების დაწესებას მისცა ხმა.

 


როგორც BBC იუწყება, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი „გაზრდის ზეწოლას“ ჩრდილოეთ კორეაზე.

 


ჩინეთი ვაშინგტონის ნაბიჯს სასწრაფოდ გამოეხმაურა და მოუწოდა შეერთებულ შტატებს „დაუყოვნებლივ გამოასწოროს მისი შეცდომა“ ჩინური ფირმების დასჯის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 


„ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ზეწოლის გაზრდას ჩრდილოეთ კორეაზე მათი სამიზნედ ამოღებით, ვინც მხარს უჭერს ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების განვითარებას, და მათი იზოლაციით ამერიკული ფინანსური სისტემიდან“, განაცხადა ფინასნთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა.

 


აღნიშნული ქმედება ნიშნავს იმას, რომ ამერიკულ კომპანიებსა და ინდივიდებს აღნიშნულ ფირმებთან ბიზნესის კეთების ნებართვა უკვე აღარ ექნებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი