რუსეთში აშშ-ის ვიზების გაცემის შეჩერების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში აშშ-ის საელჩოშიც შეეძლებათ ამერიკის ვიზის მიღება
23-08-2017, 02:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად მიმართვა ნებისმიერი სხვა ქვეყნის ამერიკულ საელჩოში შეეძლებათ, სადაც განაცხადის განხილვის ვადები მოსკოვის საელჩოში არსებულ ვადებზე უფრო ნაკლებია, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთში აშშ-ის საელჩოში.

 

 

„საკონსულო ოფიცერი ვიზის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად, ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად იღებს. აშშ-ის კანონი არ უკრძალავს რუსეთის მოქალაქეებს ვიზასთან დაკავშირებული დოკუმენტების სხვა ქვეყნებში წარდგენას“, განმარტეს დიპლომატიურ მისიაში.

 

 

ორშაბათს განახლებული მონაცემების მიხედვით, მოსკოვში აშშ-ის ვიზიტორის ვიზის (B1 კატეგორია - ბიზნესი, B2 კატეგორია - ტურიზმი) მიღების მსურველთათვის დოკუმენტების წარსადგენად ლოდინის პერიოდი 85 კალენდარული დღეა. სტუდენტური ვიზის მიღების მოთხოვნის მსურველთათვის გასაუბრების ლოდინის ვადა 36 დღეს შეადგენს. არასაემიგრაციო ვიზის სხვა ტიპის განაცხადის წარმდგენებს კი ლოდინი 53 დღე მოუწევთ.

 

 

გასაუბრებაზე გასვლის ლოდინის პერიოდი ვიზიტორის ვიზაზე, აშშ-ის კიევის საელჩოში 4 დღეა, თბილისში - 8, პეკინში - 4, ასტანაში - 23, ტაშკენტში - 42, ქაიროში - 23, წერს „რია ნოვოსტი“.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემას მთელი რუსეთის მასშტაბით აჩერებს. 

 


„რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიებში თანამშრომლების რაოდენობის შეზღუდვას ითვალისწინებს, 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა მთელი რუსეთის მასშტაბით იქნება შეჩერებული. 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან აღნიშნული პროცედურა განახლდება მოსკოვში. არასაემიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა რუსეთში აშშ-ის საკონსულოებში შეჩერებული იქნება განუსაზღვრელი ვადით“, აღნიშნულია მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე. 

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 აგვისტოს მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსეთში აშშ-ის დიპლომატების შემცირების შესახებ განკარგულების გამოცემის გამო.

 


პუტინის მიერ 30 ივლისს გამოცემული განკარგულების შესახებ, რომელიც რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოსა და საკონსულოებში თანამშრომელთა დაახლოებით ორი მესამედით, 755-ით შემცირებას ითვალისწინებს, თითქმის ორკვირიანი დუმილის დარღვევის შემდეგ ტრამპმა 10 აგვისტოს განაცხადა: „მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ მან დიდი რაოდენობით ადამიანებს დართო წასვლის ნება, რადგან ახლა ჩვენ უფრო მცირე ხელფასები გვაქვს გადასახდელი“ და ამით „ჩვენ ბევრ ფულს დავზოგავთ“.

 


პრეზიდენტ ტრამპის აღნიშნული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასთან, რომელმაც მოსკოვის გადაწყვეტილებას „სამწუხარო და შეუსაბამო ქმედება“ უწოდა.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემის მთელი რუსეთის მასშტაბით შეჩერებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკის მოქალაქეებს რუსული ვიზების მიღების პროცედურას არ გაურთულებს.

 

  

„რაც შეეხება საპასუხო ქმედებებს, როგორც მე უკვე ვთქვი, აუცილებელია უფრო დაწვრილებით იქნეს შესწავლილი ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამერიკელებმა გამოაცხადეს. ამგვარად, თუკი ვინმე იმედოვნებდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ცუდი მაგალითი გადამდები იქნებოდა, მაშინ მან ვერ გათვალა“, განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე. 

 

 

მისი აზრით, ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება გათვლილია იმ მიზანზე, რომ რუსეთის მოქლაქეებში ქვეყნის ხელმძღვანელობის მოქმედების მიმართ უკმაყოფილება იქნეს გამოწვეული.

 

 

„ეს ცნობილი ლოგიკაა - ეს მათი ლოგიკაა, რომლებიც ფერადი რევოლუციების ორგანიზებას ახდენს, და ეს წმინდაწყლის ობამას ადმინისტრაციის ინერციაა“, აღნიშნა ლავროვმა.

 

კომენტარები: 1
#1   ნელი
      
რუსეთის გარეშე საქართველოში არაფერი მოწესრივდება,ტყუილად კარგავთ დროსa
23 აგვისტო 2017 17:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი