დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თუ საჭირო გახდება, მთავრობის მუშაობასაც შეაჩერებს იმისათვის, რომ მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედელი ააშენოს
23-08-2017, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თუ საჭირო გახდება, მთავრობის მუშაობასაც შეაჩერებს იმისათვის, რომ მექსიკის საზღვრის გასწვრივ უკანონო იმიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად კედელი ააშენოს.

 


მან არიზონას შტატში, ფოენიქსში მის მხარდამჭერებს მიტინგზე - „გავხადოთ ამერიკა დიდებული ისევ!“ - უთხრა, რომ ოპოზიცია, „დემოკრატები“ „ობსტრუქციონისტები“ არიან.

 

 

 


80-წუთიან სიტყვაში მან მედიაც გააკრიტიკა და ბრალი დასდო მედიასაშუალებებს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისთვის „პლატფორმის“ მიცემისთვის, მაგრამ, როგორც BBC იუწყება, მან შარლოტსვილში ულტრა-მემარჯვენეთა მიერ მოწყობილ ძალადობაზე, რომელმაც ერთი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, მისი თავდაპირველი პასუხის ციტირება შერჩევით მოახდინა.

 


მან გამოტოვა მისი სადავო განცხადება, რომ ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში ძალადობისთვის პასუხისმგებლობა „ბევრმა მხარემ“ უნდა გაიზიაროს.

 


„ნაფტადან“ ჩრდილოეთ კორეამდე

 


მრავალმხრივ სიტყვაში ტრამპმა ასევე თქვა, რომ ის ფიქრობს, რომ „ალბათ დაასრულებს Nafta-ს“ - სავაჭრო შეთანხმებას შეერთებულ შტატებს, მექსიკასა და კანადას შორის, რომელსაც იგი არაერთხელ დაესხა თავს.

 

 

 


ამ ხელშეკრულებაში ჩართულმა სამმა ქვეყანამ შეთანხმების ცვლილებაზე მოლაპარაკებები დაიწყო და მხარეები 1-ელ სექტემბერს ისევ შეხვდებიან.

 

 

BBC წერს, რომ ჩრდილოეთ კორეაზე საუბრისას, პრეზიდენტი იმედიანი ჩანდა ფხენიანის სარაკეტო და ბირთვული გამოცდების გარშემო დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობით.

 

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შესახებ საუბრისას, ტრამპმა თქვა: „მე პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ იგი იწყებს ჩვენს მიმართ პატივისცემას“.

 


„და შესაძლოა - შესაძლოა არა, მაგრამ შესაძლოა კი - რაღაც პოზიტიური შეიძლება გამოვიდეს“, დაამატა მან.

 

 

 


მაგრამ იმ დროს, როცა მის კომენტარებს მოწონების შეძახილებით ხვდებოდნენ საკონფერენციო ცენტრში, გარეთ შეკრებილ ტრამპის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის, მიტინგის დასრულების შემდეგ, შეხლა-შემოხლა მოხდა.

 

 

 


როგორც „როიტერსი“ იტყობინება, პროტესტანტების მიერ ბოთლებისა და ქვების სროლის შემდეგ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი