დანიის ტერიტორიულ წყლებში, დაკარგული 30 წლის შვედი ჟურნალისტის უთავო ტანი იპოვეს
23-08-2017, 07:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დანიის ტერიტორიულ წყლებში ნაპოვნი უთავო ტანი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც დაკარგული შვედი ჟურნალისტი კიმ ვოლი, განაცხადა დანიის პოლიციამ.

 

 

მისი ტანიდან აღებული DNA-ს ნიმუშები ქალბატონ ვოლის თმისა და კბილის ჯაგრისებიდან აღებულ მონაცემებს შეესატყვისება.

 


მთავარმა გამომძიებელმა, იენს მოლერ იენსენმა განაცხადა, რომ ტანი ლითონის მეშვეობით იყო ჩაძირული და აშკარაა, რომ ეს ლითონი გამოყენებული იყო იმისათვის, რომ ტანს არ ეტივტივა.

 

 

 

 

 


ქალბატონი ვოლი ბოლოს, 10 აგვისტოს ღამით, მადსენის წყალქვეშა ნავზე ნახეს. მასზე ძებნა რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

 


კოპენჰაგენის პოლიციის განცხადებით, დანიელმა გამომგონებელმა, პიტერ მადსენმა, რომელსაც შვედი ჟურნალისტის, კიმ ვოლის სიკვდილში დასდეს ბრალი, თავდაპირველად განაცხადა, რომ მან ქალი უსაფრთხოდ ჩამოსვა კოპენჰაგენთან, თუმცა შემდეგ თქვა, რომ კიმ ვოლი მისი წყალქვეშა ნავის ინციდენტს ემსხვერპლა და მან იგი ზღვაში „დამარხა“.

 


BBC-ს ცნობით, სასამართლოში საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

 


კოპენჰაგენის პოლიციის განცხადებაში წერია, რომ საზღვაო სამსახურმა დააზუსტა წყალქვეშა ნავის მარშრუტი. ნავი კოუგის ყურეში გაემგზავრა, სანამ ჩაიძირებოდა.

 


პოლიციის განცხადებით, 46 წლის მადსენმა განაცხადა, რომ რეპორტიორის გვამი სადღაც კოუგის ყურეში დატოვა. რეპორტიორს გასული კვირის პარასკევიდან დღემდე, ნავებით, მყვინთავებით და ვერტმფრენებით ეძებდნენ.

 


დანიელ გამომგონებელს ბრალად ედება დაუდევრობით არაწინასწარგანზრახული მკვლელობა. პოლიციის თქმით, ამ დროისთვის მეტ ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ.

 


ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „არ აღიარებს არანაირ დანაშაულს და თავს ისევ არ გრძნობს დამნაშავედ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებში“.

 


30 წლის ჟურნალისტის, რომელსაც რამდენიმე საერთაშორისო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული, დაკარგვის შესახებ პირველად მისმა შეყვარებულმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი წყალქვეშა ნავით, UC3 Nautilus-ით ხანმოკლე მგზავრობიდან უკან არ დაბრუნდა.

 

 

 

(გამომგონებელი მადსენი და ჟურნალისტი ვოლი 10 აგვისტოს, გამგზავრებამდე)

 


ჟურნალისტი იკვლევდა მახასიათებელ ნიშნებს მადსენის 40-ტონიან წყალქვეშა ნავისა, რომელიც კერძო პირის მიერ აწყობილი უდიდესი წყალქვეშა ნავია.

 


პოლიციას სჯერა, რომ ნავი განზრახ იყო ჩაძირული მადსენის მიერ, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს, რის შემდეგაც პოლიციამ დააპატიმრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი