აშშ-ის გამანადგურებელზე 10 მეზღვაურის დაკარგულად გამოცხადების შემდეგ საზღვაო ძალებმა ვიცე-ადმირალი აუკოინი მეთაურის პოსტიდან გაათავისუფლა
24-08-2017, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საომარი საზღვაო ხომალდების აზიაში გახშირებული შეჯახებების გამო, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ მეშვიდე ფლოტის მეთაური, ვიცე-ადმირალი ჯოზეფ აუკოინი პოსტიდან გაათავისუფლა.

 


ორშაბათ გამთენიისას, სინგაპურთან ახლოს აშშ-ის გამანადგურებელი ხომალდის, USS John S McCain-ის სანავთობო ტანკერთან შეჯახების შემდეგ 10 მეზღვაური კვლავ დაკარგულად ითვლება.

 


როგორც BBC იუწყება, საზღვაო ძალების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამჟამად სინგაპურის პორტში მყოფ გემის გემბანზე, დახურულ განყოფილებებში ადამიანის ნაშთები იპოვეს.

 


ეს შეჯახება ამ წელს რიგით მეოთხეა.

 


განცხადებაში წერია, რომ საზღვაო ფლოტმა ვიცე-ადმირალის ლიდერობაში ნდობა დაკარგა.

 


მეშვიდე ფლოტი, რომელიც იაპონიაში, იოკუსუკაშია ბაზირებული, შეერთებული შტატების ყველაზე დიდი ფლოტია, რომელიც 50-70 ხომალდსა და წყალქვეშა გემს ფლობს.

 

 

 


ვიცე-ადმირალი აუკოინი, რომელიც მეშვიდე ფლოტს 2015 წლიდან მეთაურობდა, რამდენიმე კვირაში გადიოდა პენსიაზე. მას დაუყოვნებლივ შეცვლის ახალი მეთაური.

 


ამ ინციდენტმა შეერთებული შტატების მთელი მსოფლიოს მასშტაბით განლაგებულ საზღვაო ფლოტებში საერთაშორისო „საოპერაციო პაუზა“ გამოიწვია, რაც იშვიათი შემთხვევაა.

 


ამერიკული გამანადგურებლის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემთან შეჯახებისას ამერიკული ხომალდის მარცხენა მხარეს გაჩნდა ხვრელი და დაიტბორა ეკიპაჟის კაიუტები, ხუთი მეზღვაური დაშავდა, მაშინ როცა კომერციული გემის, სანავთობო ტანკერ „Alnic MC“-ის მხოლოდ წინ მდებარე ავზმა მიიღო დაზიანება, თუმცა არავინ დაშავებულა და არც ნავთობი დაღვრილა.

 


გამანადგურებელი ამჟამად სინგაპურში, ჩანგის საზღვაო ბაზაზე იმყოფება.

 


10 დაკარგულ მეზღვაურს გემებით და ამერიკული, ინდონეზიური და სინგაპურული თვითმფრინავებით ეძებენ.

 


ასევე მიმდინარეობს მალაიზიის საზღვაო ფლოტის მიერ ნაპოვნი ცხედრის იდენტიფიცირება.

 

 

მიმდინარე წელს ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც შეერთებული შტატების ხომალდმა აზიაში ავარია განიცადა.

 


ორი თვის წინ, იაპონიის წყლებში „იოკოსუკას“ პორტთან ახლოს USS Fitzjerald-მა განიცადა ავარია და შვიდი მეზღვაური დაიღუპა.

 


შვიდივე გარდაცვლილი მეზღვაური დატბორილ კაიუტებში იპოვეს მას შემდეგ, რაც შეჯახებამ ხომალდის ქვედა ნაწილის დატბორვა გამოიწვია.

 


აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტმა რამდენიმე მეზღვაურს დისციპლინარული სასჯელი მიუსაჯა. ამის გარდა, გემის მეთაურს და უფროს ეკიპაჟს გემი დაატოვებინეს.

 


მაისში, მართული სარაკეტო კრუიზერი სამხრეთ კორეის სათევზაო გემს შეეჯახა. იანვარში კი, კიდევ ერთმა კრუიზერმა განიცადა ავარია „იოკოსუკას“ მეშვიდე ფლოტის ბაზასთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი