თავისუფალ სტილში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში თურქთა ტიტულოვან ფალავანს, ტაჰა აკგულს სძლია.
ფინალამდე კი, სამივე მეტოქე ქულების აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა - რუსეთის წარმომადგენელი ანზორ ხიზრიევი 13:2, კანადელი კოეი ჯარვისი 10:0, ნახევარფინალში კი სომხების ქართველი ფალავანი ლევან ბერიანიძე 12:2 დაამარცხა.
პარიზში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. 61 კგ–მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაო ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრა.
ხინჩეგაშვილმა 1/4 ფინალში რუს ჰაჯიმურად რაშიდოვთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა, მანამდე კი ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორი შეხვედრა იოლად მოიგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.