[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება
23-04-2015, 02:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუს კოლეგას ხვდება. გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს.

 
ბელარუსის პრეზიდენტისა და დელეგაციის დასახვედრად ავლაბრის რეზიდენციაში ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

 
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები. შესრულდა საქართველოს და ბელორუსის სახელმწიფო ჰიმნები.


ავლაბრის რეზიდენციიდან ალექსანდრე ლუკაშენკო გმირთა მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ამის შემდეგ კი, ვიზიტის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

 
საღამოს პრეზიდენტის პატივსაცემად გიორგი მარგველაშვილის სახელით სადილი გაიმართება, რითაც საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პირველი დღე დასრულდება. უკვე ხვალ დელეგაცია აჭარაში გაემგზავრება.

 


ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზტით გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

 
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან.

 
ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს.

 
ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია; სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი