ზაზა შენგელია ქეთი დოლიძეს თანადგომას უცხადებს და ამბობს, რომ „ასეთი უსუსური, უვიცი, ჩაკეტილი, არაგამჭვირვალე ხელმძღვანელობა კულტურის სამინისტროს არასოდეს არ ჰყოლია“
30-08-2017, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ზაზა შენგელია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ქეთი დოლიძის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

 


შენგელია მიიჩნევს, რომ „არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც ამხელა ღვაწლი და დამსახურება აქვს ქვეყნის თეატრალური ხელოვნების წინაშე, ასე უსამართლოდ მოექცნენ“.

 


ზაზა შენგელიას აზრით, „ასეთი სუსტი, უსუსური, უვიცი, ჩაკეტილი, ტლანქი, არაგამჭვირვალე ხელმძღვანელობა ამ სამინისტროს არასოდეს არ ჰყოლია“, რომ არაფერი ითქვას „ინტერესთა კონფლიქტზე და ნეპოტიზმზე, რომელიც დღეს ამ სამინისტროშია გამეფებული“.

 


„სამართლიანობა მოითხოვს აუცილებლად ვთქვა, რომ ქეთი დოლიძე, მიხეილ თუმანიშვილის მოწაფეა, მისი გზის გამგრძელებელი და მეეჭვება მასზე უკეთ ვინმე გაუძღვეს თეატრს, სადაც მას ამდენი შრომა და ამაგი აქვს გაწეული....მეც და სხვებსაც წესით ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს ის „ფურორები“, რომლებსაც კინომსახიობთა თეატრი ახდენდა ედინბურგის, ლონდონის თუ სხვა დიდ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე. ძალიან კარგად გვახსოვს შესანიშნავი ფესტივალის „საჩუქარი“ დაწყებაც...

 

 

რამდენი მსოფლიო დონის ხელოვანი ჩამოიყვანა ამ ფესტივალმა საქართველოში: ფრანკო ნერო, პიტერ ბრუკი, ვანესა რედგრეივი, პაკო პენია და ბევრი სხვა... არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც ამხელა ღვაწლი და დამსახურება აქვს ქვეყნის თეატრალური ხელოვნების წინაშე, ასე უსამართლოდ მოექცნენ. ჩემი აზრით, ეს არასწორია. სამწუხაროდ, მე კარგად არ ვიცნობ მისი პოტენციური შემცვლელის საქმიანობას და პიროვნულად არც არანაირი პრეტენზია არ მაქვს მასთან, მაგრამ რაღაც არ მახსენდება მას რაიმე განსაკუთრებული გაეკეთებინოს ქუთაისის დრამატულ თეატრში მოღვაწეობისას, ყოველ შემთვევაში ქეთი დოლიძესთან მისი შედარებაც კი არ შეიძლება... თუმცა არის ერთი რამ, რაც ცხადზე უცხადესად იკითხება ამ ტრაგი-კომიკურ ისტორიაში, ეს ნაბიჯი უფრო ქეთი დოლიძის მხრიდან კრიტიკის პასუხს ჰგავს იაფფასიანი „ვენდეტის“ სახით, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობაში დღეს არსებული კერძო კომპანია „ისთერნ ფრომოუშენის“ წარმომადგენლების მხრიდან, რომელთა კომპეტენციაც და უნარებიც, მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებზე, მართლაც რომ უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

 

ასეთი სუსტი, უსუსური, უვიცი, ჩაკეტილი, ტლანქი, არაგამჭვირვალე ხელმძღვანელობა ამ სამინისტროს არასოდეს არ ჰყოლია, არაფერი რომ არ ვთქვათ ინტერესთა კონფლიქტზე და ნეპოტიზმზე, რომელიც დღეს ამ სამინისტროშია გამეფებული“, წერს ზაზა შენგელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ქეთი დოლიძის თანამდებობიდან გათავისუფლების თუ პოსტზე დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს.

 

კომენტარები: 2
#2   გიული
      
ვეთანხმები ბატონ ზაზას და სოლიდარობას ვუცხადებ ქალბატონ ქეთის!
6 სექტემბერი 2017 16:00
#1   მერი
      
საშინელებაა ამდენი ლანძღო ადამიანი იმიტომ,რომ მისი ადგილი ვიღაცისთვის მზადდება. ვინც ტალახს ესვრის თვალი გადაავლოს ქ/ნ ქეთის დამსახურებულ საქმიანობას (მერე თავისას) და ისე ესროლონ.სირცხვილია სირცხვილი. ქ/ნ ქეთი მე თქვენს გვერდით მიგულეთ.
31 აგვისტო 2017 01:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი