გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდობა, რომელიც მომზადებული იქნება გამოწვევების გასამკლავებლად
31-08-2017, 04:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცოთ ჩვენს სტუდენტებს. 28 ათასზე მეტი სტუდენტი შეუდგა სწავლას. მინდა, მათ ვუსურვო, შეიძინონ ის ცოდნა, უნარ-ჩვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, მათ გამოადგებათ", განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ნათელი მომავალი გააჩნია. ცხოვრების დინამიკა იზრდება. პროფესიონალური მომზადების კუთხით, არსებობს საკმაოდ კონკურენტული გამოწვევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდობა, რომელიც მომზადებული იქნება ამ გამოწვევების გასამკლავებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან. მათ კი ვინც ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში, მინდა ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ.

 

 

ცხოვრება არის შესაძლებლობებით სავსე და ასეთი შესაძლებლობები ადამიანისთვის ყოველ წუთას, ყოველდღიურად ჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც ვერ გახდა სტუდენტი, ექნება შესაძლებლობები, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს," აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი