საქართველოს გენერალური პროკურატურა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებული ორი პირის - რომელთა შორისაა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ძაგნიძე - შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა კერძო არქიტექტორთან შეთანხმებით „დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, განიზრახეს და მოქალაქე ი.ი.-ს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას, რისთვისაც ი.ი.-ს ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი, რაც ი.ი-ს მიერ სხვადასხვა დროს ეტაპობრივად იქნა გადაცემული ლ.ძ -სა და ვ.მ.-სთვის".
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის. ორივე მათგანი 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით.
2017 წლის 31 აგვისტოს ლ.ძ-სა და ვ.მ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, აღნიშნავენ უწყებაში.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.