პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ კორეის „სრული განადგურების“ შესაძლებლობები გააჩნია
3-09-2017, 14:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ აშშ არ მიისწრაფვის ჩრდილოეთ კორეის „სრული განადგურებისაკენ“, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის შესაძლებლობები გააჩნია.

 

 

პენტაგონის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ნებისმიერ მუქარას და საფრთხეს შეერთებული შტატებისა თუ მისი მოკავშირეებისადმი „მასიური სამხედრო პასუხი“ გაეცემა.

 

 

მან ამ საკითხზე კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ჩრდილოეთ კორეის უკანასკნელი ბირთვული გამოცდის შესახებ მოხსენების შემდეგ გააკეთა.  

 

 

თეთრი სახლის გარეთ საუბრისას, თავდაცვის მდივანმა, ჯეიმ მატისმა განაცხადა, რომ ტრამპთან ფხენიანის მიმართ სამხედრო პასუხის ვარიანტები განიხილეს და შეერთებულ შტატებს გააჩნია როგორც საკუთარი თავის, ისე მისი მოკავშირეების - სამხრეთ კორეის და იაპონიის დაცვის უნარი და დაამატა, რომ მისი ვალდებულება „ურყევია“.

 

 

„ნებისმიერი საფრთხე შეერთებული შტატებისა თუ მისი ტერიტორიებისადმი - მათ შორის გუამისადმი - ან ჩვენი მოკავშირეებისადმი, პასუხგაცემული იქნება მასიური სამხედრო ქმედებით - პასუხით, რომელიც იქნება როგორც ეფექტური, ასევე მტკიცე“, თქვა მატისმა.

 

 

უფრო ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის ფონზე, ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

 


„შევხედოთ“, უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმას.

 

 

ტრამპის პასუხი თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდას თავდაპირველად „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

 

 

„ჩრდილოეთ კორეამ მთავარი ბირთვული გამოცდა განახორციელა. მათი სიტყვები და ქმედებები კვლავაც ძალიან მტრული და სახიფათოა შეერთებული შტატებისათვის.

 

 

„ჩრდილოეთ კორეა არაპატიოსანი სახელმწიფოა, რომელიც დიდი საფრთხე და დაბრკოლება გახდა ჩინეთისთვის, რომელიც ცდილობს დახმარებას, მაგრამ ძალიან მცირე წარმატებით.

 

 

„სამხრეთ კორეა ხვდება, როგორც მე ვუთხარი მათ, რომ მათი დაშოშმინების მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან არ იმუშავებს - მათ მხოლოდ ერთი რამ ესმით!“ დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.

 

 

მანამდე კი იაპონურმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ისაუბრეს და შეთანხმდენ, რომ იმუშაონ სამხრეთ კორეასთან ერთად, რათა გაზარდონ ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე.

 

 

როგორც BBC იაპონურ NHK-ზე დაყრდნობით იტყობინება, აბეს უნდა, რომ „მშვიდად გაანალიზოს მთელი რიგი ინფორმაციებისა, რომელსაც ის იღებს, განიხილოს საჭირო ქმედებები სხვა ქვეყნებთან, და მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და აქტივები“.

  


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ გამოცდას „აბსურდული“ შეცდომა უწოდა.

 

 

მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციას „ყველაზე მკაცრი პასუხის“ გაცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა ახალმა რეზოლუციებმა სრულად უნდა მოახდინოს ფხენიანის იზოლაცია.

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი საერთაშორისო საზოგადოებას ჩრდილოეთ კორეის განცხადებისადმი, რომ მან წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, „ძალიან მტკიცე“ პასუხის გაცემისკენ მოწოდა.

 

 

„საერთაშორისო საზოგადოება ძალიან მტკიცე უნდა იყოს უკანასკნელი პროვოკაციისთვის პასუხის გაცემისას“, აღნიშნულია მაკრონის განცხადებაში, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოსადმი მოწოდებაა გაჟღერებული, რომ „სწრაფად უპასუხოს“ ესკალაციას.

 

 

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი, წყალბადის ბომბი - ატომურ ბომბზე გაცილებით მძლავრი მოწყობილობა - რომელიც შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იქნეს დამაგრებული. 

 

 

 

 

სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირთვული გამოცდის განკარგულებას ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოაწერა ხელი. 

  

 

 

 

იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ „ძალმომრეობით განხორციელებული“ ბირთვული გამოცდა „აბსოლუტურად მიუღებელია“. „ჩვენ მძლავრად უნდა გავაპროტესტოთ ის“, დაამატა მან.

 

 

რყევები, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გამოვლინდა, ბირთვული აფეთქებები იყო, იმთავითვე განაცხადეს იაპონიის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა: „მონაცემების შესწავლის შემდეგ ჩვენ დავასკვენით, რომ ეს იყო ბირთვული გამოცდები“.

  

 

როგორც BBC იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების სეისმოლოგებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა „შესაძლო აფეთქება“ იყო.

 

 

ეს არის ის ადგილი, სადაც ჩრდილოეთ კორეამ უწინდელი ბირთვული გამოცდები მოაწყო.

 

 

რყევები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ახალი ტიპის წყალბადის ბომბთან, როგორც ამას სახელმწიფო მედია აცხადებს, გადაღებული ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

 

 

 

 

 

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ახალი წყალბადის ბომბი შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იყოს დაყენებული.

 

   

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა კვირას, დილის საათებში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სეისმური რყევები ჩრდილოეთ კორეის პანგი-რის საგამოცდო ადგილას გამოვლინდა და ფხენიანმა „სავარაუდოდ“ ბირთვული გამოცდა მოაწყო.

 

 

ჩინეთის მიწისძვრის ადმინისტრაციამ რყევები აღწერა, როგორც „საეჭვო აფეთქება“.

 

 

აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა თავდაპირველად რყევების სიმძლავრე 10კმ-ის სიღრმეში 5.6 მაგნიტუდით განსაზღვრა, მაგრამ მოგვიანებით 6.3 მაგნიტუდამდე აიყვანა 0კმ-ით. მან დაადასტურა, რომ ეს არის ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მძლავრი ბირთვული გამოცდა, რაც კი დღემდე განხორციელებულა.

 

 

სამხრეთ კორეის თავდაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ აფეთქების ძალა დაახლოებით 100 000 ტონა იყო.

 

 

შედარებისთვის, 1945 წლის აგვისტოში, შეერთებული შტატების მიერ ნაგასაკიში ჩამოგდებული ბირთვული ბომბი, რომელმაც იმ წამსვე 70 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 20 000 ტონის სიმძლავრის იყო. 

 

 

ვიპინ ნარანგმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებულმა პროფესორმა, აღნიშნული აფეთქება აღწერა, როგორც „უზარმაზარი ნიშანსვეტი შეკავების წარმატებებისთვის“, რადგან მას აქვს ძალა, რომ გაანადგუროს ქალაქი.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ომის გამოცხადებაში დასდო ბრალი. რი იონგ ჰომ რეპორტიორებს ნიუ იორკში უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეას უფლება გააჩნდა ჩამოეგდო შეერთებული შტატების ბომბდამშენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში არ იმყოფებოდნენ.

დასავლეთ სანაპიროზე, ებრაული ახალშენის შესასვლეში, შეირაღებულმა პალესტინელმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი ირაღით სამი ისრაელელი მოკლა, ოთხ ადამიანს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. ინფორმაციას BBC ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე კითხვადი
  1. სტამბოლის ათათურქის აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა - თურქული მედია
  2. ძლიერი, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა მეხიკოში, რამაც პანიკა შექმნა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა
  3. შეერთებული შტატების ბომბდამშენებმა და საბრძოლო თვითმფრინავებმა ჩრდილოეთ კორეის სანაპიროსთან გადაიფრინეს
  4. არჩილ ჯაფარიძე: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2013–17 წლებში 194 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 3 000 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
  5. ოფიციალური ფხენიანი დონალდ ტრამპს ომის გამოცხადებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის „უზენაესი ხელმძღვანელობა ყველა არჩევანს განიხილავს“
  6. კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს - „ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია“
  7. მერკელი „უკეთეს შედეგს“ მოელოდა, მე-3 ადგილზე გასულმა ულტრა-მემარჯვენეების ლიდერმა კი განაცხადა, რომ გერმანიამ „შეუდარებელი პოლიტიკური მიწისძვრა“ განიცადა
  8. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც გააფართოებს სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ
  9. კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპზე თქვა, რომ იგი „აუცილებლად მოათვინიერებს ფსიქიურად შეშლილ გამოჩერჩეტებულ მოხუცს“
  10. გამანადგურებელმა ქარიშხალმა „მარია“-მ 3.5 მილიონი ადამიანი, მთელი პუერტო რიკო, ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი