ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს
05-09-2017, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.

 

 

პუტინმა პრესკონფერენცია „ბრიკსის“ (ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა) სამიტის ფარგლებში სამხრეთ ჩინეთის ქალაქ სიამენში გამართა. სამიტში აღნიშნული ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ.

 

 

პუტინმა თქვა, რომ ოთხშაბათს სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერებს შეხვდება და ჩრდილოეთ კორეის საკითხზე მათთან მოლაპარაკებებს გამართავს.

 

 

ცოტა მოგვიანებით კი პუტინმა, მიუხედავად იმისა, რომ დაგმო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდა, როგორც „პროვოკაციული“, განაცხადა: „ნებისმიერი სახის სანქცია ახლა უსარგებლო და არაეფექტური იქნება“.

 


„ისინი ბალახს უფრო შეჭამენ, ვიდრე მიატოვებენ თავიანთ [ბირთვული შეიარაღების] პროგრამას, თუკი ისინი თავს უსაფრთხოდ არ მიიჩნევენ. და რას შეუძლია უსაფრთხოების დამყარება? საერთაშორისო სამართლის აღდგენას. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის“, განაცხადა პუტინმა.

 


„ჰუმანიტარული ასპექტის“ შესახებ საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უფრო მკაცრი სანქციების პირობებში მილიონობით ადამიანი დაიტანჯება და დაამატა: „სანქციები ამოწურულია“.

 

 

რუსეთის ლიდერის მიერ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებამდე, ანალოგიური მოსაზრება გააჟღერა ჩინეთმა. 

 

 

ნიუ იორკში ჩრდილოეთ კორეის საკითხზე საგანგებოდ შეკრებილ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ჩინეთმა, ფხენიანის მთავარმა მოკავშირემ, მოუწოდა მხარეებს, რომ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

 


„ნახევარკუნძულის საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. ჩინეთი არასოდეს დაუშვებს ქაოსს და ომს ნახევარკუნძულზე“, განაცხადა ჩინეთის ელჩმა გაეროში ლიუ ძიეიმ.

 

 

უფრო ადრე კი შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში დაჟინებით მოუწოდა უშიშროების საბჭოს „რაც შეიძლება ყველაზე მკაცრი“ ზომები მიიღოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდის გამო.

 


„დადგა დრო ამოვწუროთ ყველა დიპლომატიური საშუალება, სანამ ეს ძალიან გვიან იქნება“, უთხრა ნიკი ჰელიმ ნიუ იორკში საგანგებოდ შეკრებილ საბჭოს.

 


ჰელიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მისი ქმედებებით აჩვენა, რომ ის „ომის გაჩაღებისათვის იღწვის“.

 


„ომი არასოდესაა ის, რაც შეერთებულ შტატებს უნდა. ჩვენ ის ახლა არ გვინდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოთმინებასაც აქვს საზღვარი“, განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

 

 

როგორც ჯონათან მარკუსი, BBC-ის თავდაცვისა და დიპლომატიის კორესპონდენტი წერს, ჩინეთს, ფხენიანის მთავარ დიპლომატიურ მოკავშირესა და ეკონომიკურ საყრდენს, ერთის მხრივ არ სურს იხილოს ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეა და თავისი შეხედულება მან ფხენიანს მრავალჯერ მკაფიოდ უთხრა, მაგრამ ამის მიუხედავად, მას ასევე არ სურს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის დამხობა. ეს ჩინეთში მილიონობით დევნილის შესვლას გამოიწვევს და შესაძლოა ამან კორეის გაერთიანებასაც დაუდოს საფუძველი, რომელიც ამერიკის ორბიტაზე მყოფი სახელმწიფო იქნება. ეს კი პეკინის მხრიდან იმაზე უარეს სცენარად აღიქმება, ვიდრე მეზობლად რთული ბირთვული სახელმწიფოს ყოლაა.

 

  

 

 

 

კვირას, 3 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი, წყალბადის ბომბი - ატომურ ბომბზე გაცილებით მძლავრი მოწყობილობა - რომელიც შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იქნეს დამაგრებული. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი