სირიის სამხედრო ძალებმა წლების განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ალყაში მოქცეული ქალაქი დეირ ალ-ზური დაიკავეს
05-09-2017, 14:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დეირ ალ-ზურის ალყა გაარღვიეს, რომელიც წლების განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ალყაში მოქცეული. ინფორმაციას BBC ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


ახალი ამბების სააგენტოს „სანას“ განცხადებით, ჯარისკაცები და მოკავშირე მილიციელები ქალაქის გარეუბანში მდებარე 137-ე ბრიგადის ბაზასთან გაერთიანდნენ.

 


2015 წლის შემდეგ ევფრატის მდინარის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ანკლავში დაახლოებით 93,000 მშვიდობიანი მოქალაქე იყო დატყვევებული.

 


მოსახლეობა გაეროს საჰაერო დახმარებაზე, საავიაციო ტრანსპორტიდან ჩამოყრილ პროდუქტებზე იყო დამოკიდებული.

 


დეირ ალ-ზურის ტერიტორია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ერთ-ერთ მთავარ ბოლო სიმაგრეს წარმოადგენს.

 


ჯიჰადისტების ჯგუფის მიერ სამი წლის წინ „ხალიფატის“ დე-ფაქტო დედაქალაქად გამოცხადებული ქალაქი რაყა, შეერთებული შტატების მხარდაჭერილი ქურთი და არაბი მებრძოლების ალიანსს ალყაში აქვს მოქცეული.

 


მეზობელ ერაყში, სამთავრობო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები ახლახან ტალ-აფარიდან და მოსულიდან გააძევეს და ჯიჰადისტებს ქვეყანაში მხოლოდ ორი საყრდენი ტერიტორია შემორჩათ.

 


„სანას“ რეპორტიორმა განაცხადა, რომ საჯარისო ერთეულებმა სირიელი და რუსული საჰაერო ძალების დახმარებით 137-ე ბრიგადასთან მიაღწიეს.

 


რეპორტიორმა დაამატა, რომ ჯარისკაცები ჩაერთვნენ იმ მებრძოლებთან სასტიკ შეტაკებაში, რომლებსაც ბაზისთვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული და მათმა უმეტესობამ ბრძოლა მიატოვა და იარაღის და საბრძოლო მასალების გარეშე გაიქცა.

 


გავრცელებული ცნობებით, გარშემო მდებარე სოფლებში საჰაერო დარტყმებმა ასევე გაანადგურეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტანკები და სიმაგრეები.

 


როგორც „სანა“ იტყობინება, ალყის გარღვევიდან მალევე, ხალხი ქუჩებში გამოვიდა და გამარჯვება აღნიშნა.

 


BBC-ის ცნობით, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა შეაქო ჯარისკაცები, რომელთაც 2014 წლიდან მოყოლებული თავიანთი „მედეგობით, დედამიწის ზურგზე უმძლავრესი ტერორისტული ორგანიზაციების პირისპირ“ დაიცვეს დეირ ალ-ზური.

 


რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნულს „სტრატეგიული გამარჯვება“ უწოდა ქალაქში, მაგრამ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ სასტიკ წინააღმდეგობას განაგრძობს.

 


ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პროვინციის გუბერნატორმა, მოჰამედ იბრაჰიმ სამრამ განაცხადა, რომ ჯარისკაცები ამჟამად აეროპორტისკენ მიიწევდნენ. „მომავალი დღეების მანძილზე ქალაქი საბოლოოდ გაიწმინდება“, დაამატა მან.

 


გაერომ განაცხადა, რომ მდგომარეობა ანკლავის შიგნით „ექსტრემალურად რთული“ იყო.

 


2016 წლის თებერვალში მსოფლიოს სასურსათო საბჭომ განახორციელა საჰაერო დახმარებები, რადგან გადაერჩინათ ალყაში მყოფი დაჭრილი და მშიერი მოსახლეები, რომლებიც საკვების უკმარისობით იღუპებოდნენ. გასულ თვეს 300 მისია განხორციელდა, რომელმაც 6,000 ტონა დამხმარება გააგზავნა ალყაში მოქცეულ ქალაქში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი