იტალიაში ოთხი წლის გოგონას მალარიით იშვიათ სიკვდილს ექიმები იდუმალებით მოცულს უწოდებენ
06-09-2017, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ოთხი წლის გოგონა ცერებრალური მალარიით ჩრდილოეთ იტალიაში გარდაიცვალა, სადაც ეს დაავადება გავრცელებული არ არის. ექიმები ამ შემთხვევას იდუმალებით მოცულს უწოდებენ.

 


როგორც BBC იუწყება, სოფია ზაგო შაბათ დღეს მაღალი სიცხით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა კვირას ღამით გარდაიცვალა.

 


იტალიაში მალარიის მატარებელი კოღო არ ბინადრობს. მალარია სისხლის ყველაზე სასიკვდილო დაავადებაა. თუმცა, ცხელი აგვისტოს შემდეგ ხალხი ვარაუდობს, რომ კოღოებმა იატალიასაც მიაღწიეს.

 


არსებობს იმის ვარაუდი, რომ კოღოებმა იტალიას თვითმფრინავის მეშვეობით მიაღწიეს.

 


სოფია მშობლებთან ერთად ადრიატიკის ზღვის კურორტზე იმყოფებოდა.

 


ტრენტო, სადაც გოგონას მალარია დაუდგინეს, მდებარეობს ტრენტინოს რეგიონში, ალპების მთისწინეთში.

 


ტრენტოს სანტა ჩიარას საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, კლაუდიო პატერნოსტერმა განაცხადა: „ტერნტინოში ჩემს 30-წლიან კარიერაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საქმე მალარიასთან მაქვს“.

 


იტალიას კოღოებთან დაკავშირებით პრობლემა 1950-იანი წლების შემდეგ არ ჰქონია, რადგან ჭაობები, რომლებშიც კოღოები ბინადრობდნენ დაშრა.

 


არსებობს იმის ვარაუდი, რომ სოფიას დაავადება ორი ბავშვიდან ერთ-ერთმა გადასდო, რომლებიც აფრიკაში დაავადდნენ და 15 აგვისტოს შემდეგ ტრენტოში იმკურნალეს.

 


ტრენტინოს ჯანმრთელობის სამსახურის ოფიციალურმა პირმა, პაოლო ბორდონმა განაცხადა, რომ სოფია იმ ორი ბავშვის პალატაში არ ყოფილა. მანვე დაამატა, რომ სოფიას სისხლი ჯერ არ გადაუსხამს.

 


ანოფელესის კოღოს გადააქვს პარაზიტი „Plasmodium Falciparum“, რომელსაც ადამიანის მოკვლა 24 საათში შეუძლია.

 


იტალიის „კორიერე დელა სერას“ განცხადებით, 2015 წელს მალარიით 438,000 ადამიანი გარდაიცვალა 95 ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.

 


კოღოების მხოლოდ რამდენიმე ტიპს შეუძლია დაავადებების გადატანა ერთი ადამიანიდან მეორეზე.

 


ასეთი მწერები ბინადრობენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, აზიის დიდ ტერიტორიებში და აღმოსავლეთ ევროპის მცირე ნაწილში, თუმცა ევროპის სხვა მხარეებში ამ ტიპის მწერებს ვერ შეხვდებით.

 


საბოლოოდ, მალარია მხოლოდ ტროპიკულ არეალში ვრცელდება. ისეთ შემთხვევებს, როდესაც ეს დაავადება ამ ტერიტორიებს სცდება, „ჩემოდნის“ შემთხვევებს უწოდებენ, რადგან ეს ტროპიკულ ზონებში მგზავრობითაა გამოწვეული.

 


ამ ბოლო შემთხვევამ ექსპერტები დააფიქრა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაავადდა გოგონა, თუმცა მისი შემთხვევა უნიკალური არ არის.

 


ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი თვალყურს ადევნებს მსგავს შემთხვევებს, როდესაც პაციენტები მალარიით ევროპაში დაავადდნენ. ასეთი ხუთი შემთხვევა აღმოჩნდა - ორი საფრანგეთში და სამი ესპანეთში, 2014 წელს.

 


თუმცა, ამ შემთხვევების ახსნა მოხერხდა. ერთ-ერთი შემთხვევისას, პაციენტმა მალარიით დაავადებული პიროვნებისგან ღვიძლი გადაინერგა. მეორე შემთხვევისას ახალდაბადებული ბავშვის დედა მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ეკვატორულ გვინეაში იმყოფებოდა.

 


ერთ-ერთი ესპანელი პაციენტი, რომელსაც ესპანეთის საზღვარი არასდროს გადაუკვეთავს, ცხოვრობდა იმ ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრით მოშორებით, სადაც „ჩემოდნის“ მალარიით დაავადებული პიროვნება ცხოვრობდა. ექიმებმა ამ დაავადების მატარებელი კოღოები ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ამ ორი პიროვნების დაავადებებს ერთნაირი წარმოშობა აქვთ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი