„პოტენციურად კატასტროფული“ მე-5 კატეგორიის ქარიშხალი „ირმა“ 300კმ/სთ სიჩქარით კარიბის კუნძულებისკენ მიემართება
06-09-2017, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კარიბის კუნძულებზე მოსახლეობა ქარიშხალ „ირმა“-სთვის მოემზადა, რომელიც ყველაზე ძლიერი ატლანტიკის შტორმია ათწლეულში. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს შტორმი „პოტენციურად კატასტროფული“ იქნება.

 


ქარიშხალი მეხუთე კატეგორიისაა, რომელიც უმაღლესი დონეა. „ირმა“-ს სიჩქარე საათში 300 კილომეტრს აღწევს.

 


ქარიშხალმა ლივარდის კუნძულებზე მეწყერი გამოიწვია და ამჟამად პუერტო-რიკოსა და დომინიკელთა რესპუბლიკისკენ მიიწევს.

 


ფლორიდის ქალაქ კი-უესტში სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

 


2,000 კაციანი კუნძული „ბარბუდა“ ადგილობრივი დროით 02:00-ზე ქარიშხლის შუა ნაწილში მოექცა.

 


BBC-ის ცნობით, ქარის სიჩქარემ საათში 250 კილომეტრს მიაღწია, ამის შემდეგ ქარის სიჩქარის აღმნიშვნელი ხელსაწყო დაზიანდა და დამატებითი ცნობები უცნობია.

 


„ადრეული მონაცემებით ანტიგუა ძლიერ არ დაზიანებულა, იგივეს ვერ ვიტყოდით ბარბუდაზე, რადგან ჯერჯერობით უცნობია ვითარება კუნძულზე“, განაცხადა ანტიგუას რადიო ABS-მა.

 

 

ანტიგელმა დამკვირვებელმა განაცხადა, რომ მან მიიღო ცნობები ქარიშხლის მიერ ორივე კუნძულზე სახლების სახურავების ახდის შესახებ.

 


ქარიშხალი ამჟამად სეინტ კიტსს და ნევისს უახლოვდება. პრეზიდენტმა ტიმოთი ჰარისსმა ტვიტერზე განაცხადა: „ნაციონალური დაცვის ყველა სააგენტო მობილიზებულია და მზადყოფნაში არიან“.

 


კარიბის ტერიტორიებზე რისკიანი ადგილებიდან ათასობით მოსახლე იქნა გაყვანილი. მოსახლეობამ საჭმელი, სასმელი და სამედიცინო აღჭურვილობა მოიმარაგა.

 


რამდენიმე პოპულარულ დასასვენებელ კუნძულზე აეროპორტები დაიკეტა და ოფიციალურმა პირებმა ხალხი თავშესაფარში გააგზავნა.

 


შეერთებული შტატების ქარიშხლების ნაციონალურმა ცენტრმა (NHC) განაცხადა, რომ „ირმა“ საათში 24 კილომეტრით მოძრაობდა და „პოტენციურად კატასტროფული“ გახლდათ.

 


ქარიშხალი ემუქრება:

 


• ანტიგუას, ბარბუდას, ანგუილას, მონცერატს, სეინტ კიტსს და ნევისს

 


• საბას, სეინტ ეუსტატიუსს და სინტ მარტენს

 


• სეინტ მარტინს და სეინტ ბართელემის

 


• ბრიტანულ ვირჯინის კუნძულებს

 


• პუერტო-რიკოს, ვიქუესს და კულებრას

 

 

• დომინიკელთა რესპუბლიკის ჩრდილოეთ რეგიონს

 


• გუადელუპეს

 


საბას, კულებრას და ბარბუდას მოსახლეობა თითოეულში 2,000 კაცს შეადგენს. პუერტო-რიკოს მოსახლეობა კი 3.5 მილიონს შეადგენს.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ფლორიდაში, პუერტო-რიკოში და შეერთებული შტატების ვირჯინიის კუნძულებზე. ადგილზე მობილიზებულია ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები.

 


„ჩვენ კატეგორიულად მოვუწოდებთ მოსახლეობას დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია. შენ ვერ დარჩები კუნძულზე, რომელსაც მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი უახლოვდება“, განაცხადა საგანგებო სიტუაციების ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, მარტინ სენტერფიტმა.

 


პრემიერ-მინისტრმა, ჰუბერტ მინისმა განაცხადა, რომ ბაჰამის კუნძულებმა „თავის ისტორიაში უდიდესი ევაკუაცია“ გამოაცხადა. გეგმის თანახმად, სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე კუნძულებიდან მოქალაქეებს ოთხშაბათს გადააფრენენ ნასაუში.

 


პუერტო-რიკოში შტორმისთვის მზადებისას 75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

 


ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პუერტო-რიკოს გუბერნატორმა, რიკარდო როსელომ განაცხადა, რომ სიტუაცია კუნძულზე „უპრეცედენტოა“, რადგან 490 თავშესაფარი აიგო.

 


მან პოლიციას და ნაციონალურ დაცვის ოფიცრებს უბრძანა დახმარებოდა ხალხს დატბორილი ტერიტორიები დაეტოვებინათ.

 


ალისონ სტრანდი კუნძულ „ანგუილაზე“ ცხოვრობს. მან განაცხადა, რომ თავისი ოჯახი საათების განმავლობაში ამაგრებდა სახლს, რომელიც ნაპირზე მდებარეობს და იქნება „პირველი სახლი, რომელსაც შტორმი დაარტყამს“.

 


„ჩვენი სახლი ზღვის დონიდან 5 მეტრზე მდებარეობს და ამავდროულად რვამეტრიან ტალღებს ველოდებით“, განაცხადა მან. „ჩვენი ვარაუდით, ჩვენს ხის სახურავს დავკარგავთ“.

 


მონცერატელმა კაროლინ კოლებიმ აღნიშნა: „ირმა მთელი ძალით დაგვარტყამს“.

 


„მე თხების ფერმა მაქვს და ამიტომაც იძულებული ვარ ჩემი შინაური ცხოველების უსაფრთხოებაზეც ვიფიქრო. გუშინ 20 თხა გადავიყვანე საერთო საცხოვრებელში, რომელიც შედარებით შემაღლებულ ადგილასაა“, განაცხადა მან.

 


„იმედი მაქვს, რომ ჩემს გალვანიზირებულ სახურავს არ დავკარგავ. მე თავშესაფარში ვერ წავალ, რადგან ცხოველები მყავს“.

 


ლუიზიანა და ტეხასი დღესაც უმკლავდება აგვისტოს ბოლოს თავსდამტყდარი ქარიშხლის, „ჰარვის“ მიერ შექმნილ პრობლემებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ზიანს მიაყენებს „ირმა“ შეერთებული შტატების ტერიტორიას.

 


1851 წლის მერე, რაც პირველად აღრიცხეს ქარიშხლები, არასდროს ყოფილა მეოთხე ან მეტი კატეგორიის ქარიშხალი ერთ სეზონზე ორჯერ.

 


ტეხასის ოფიციალურმა პირებმა „ასოშიეთედ პრესს“ უთხრეს, რომ ქარიშხალმა „ჰარვიმ“ სავარაუდოდ, 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ყველა მათგანის გარდაცვალება არ არის დადასტურებული.

 


ამასობაში კი შეერთებული შტატების ნაციონალური ქარიშხლების ცენტრის განცხადებით, მესამე ტროპიკული შტორმი „ხოსე“ ატლანტიკის ოკეანეში ქარიშხალ „ირმამდე“ წარმოიშვა, და მოსალოდნელია, რომ ქარიშხლად გადაიქცევა ოთხშაბათს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი