კუნძული ბარბუდა „სრულიად განადგურებულია“ - საუკუნის ერთ-ერთი უმძლავრესი ქარიშხალი „ირმა“ ახლა პუერტო რიკოს ემუქრება
06-09-2017, 21:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კარიბის კუნძულებზე თავსდამტყდარი გამანადგურებელი მძლავრი შტორმის შემდეგ, რამაც სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ქარიშხალი „ირმა“ პუერტო რიკოს ემუქრება.

 


როგორც „როიტერსი“ იტყობინება, პატარა კუნძული ბარბუდა „სრულიად განადგურებულია“, ხოლო BBC წერს, რომ „რის ვაი-ვაგლახითაა საცხოვრებლად ვარგისი“, მაშინ როცა ქარიშხალი საფრანგეთის ტერიტორიებს სეინტ მარტინს და სეინტ ბარტსს „სასტიკი“ შედეგებით ემუქრება.

 


როგორც BBC იუწყება, იმ ადგილებში, რომელსაც ქარიშხალმა ყველაზე მძლავრი დარტყმა მიაყენა, გადაუდებელი დახმარების ძალისხმევები შეფერხებულია იქედან გამომდინარე, რომ იქ მისვლა და კომუნიკაცია გართულებულია. ამასობაში კი ორი სხვა შტორმი იმდენად გაძლიერდა, რომ მათ ქარიშხლად გადაქცევას ელოდებიან.

 

 

 


შეერთებული შტატების ქარიშხლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მე-5 უმაღლესი კატეგორიის ქარიშხალი „ირმა“ ამჟამად ჩრდილოეთ ვირჯინიის კუნძულებიდან გადაადგილდება.

 


ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძლავრ შტორმს 300კმ/სთ სიჩქარის უძლიერესი ქარი ახლავს და მოელიან, რომ ის ჩრდილოეთ პუერტო რიკოს ხუთშაბათს ჩაუვლის, შემდეგ მიუახლოვდება დომინიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთ სანაპიროს. ვარაუდობენ, რომ „ირმა“ ამერიკის შტატ ფლორიდას შაბათ-კვირას მიაღწევს.

 

 

 


ქარიშხალი ასევე თავს დაატყდა პრეზიდენტ ტრამპის 11-ოთახიან მდიდრულ კარიბულ სახლს. ჯერჯერობით უცნობია, დააზიანა თუ არა „ირმამ“ სეინტ მარტინზე ტრამპის Chateau des Palmiers-ი ან Castle of the Palms-ი, ქონება, რომელიც ამჟამად გაქირავებულია და 16.9 მილიონ აშშ დოლარად იყიდება.

 


პუერტო რიკოში „ირმამ“ უკვე გამოიწვია თავსხმა წვიმა და ძლიერი ქარი.

 


ბევრი მცხოვრები სასწრაფოდ გავარდა მაღაზიებში წყლის, საკვების და სხვა საჭიროებების მოსამარაგებლად მიუხედავად გაფრთხილებებისა, რომ შინ დარჩენილიყვნენ. ოფიციოზმა განაცხადა, რომ ელექტროენერგია შესაძლოა რამდენიმე დღე იყოს გათიშული.

 


ქარიშხალმა „ირმამ“ თავდაპირველად ანტიგუას და ბარბუდას მიაყენა დარტყმა. ბარბუდაში სულ მცირე ერთი ადამიანის სიკვდილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. პრემიერ მინისტრმა გასტონ ბრაუნმა განაცხადა, რომ შენობების დაახლოებით 95%-ს გარკვეული დაზიანებები აქვს მიყენებული.

 


„კუნძული გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ წყლის ქვეშაა მოქცეული. ფაქტობრივად, რასაც მე ვუყურებ და რაც ამ ეტაპზე ჩანს, ბარბუდა საცხოვრებლად რის ვაი-ვაგლახით თუ გამოდგება“.

 

 

 


უფრო ადრე მან თქვა, რომ ანტიგუა, რომლის მოსახლეობა 80,000-ს შეადგენს მთავარ ზარალს გადაურჩა და მან ადამიანური მსხვერპლიც აიცილა თავიდან.

 


სულ მცირე ექვსი ადამიანის სიკვდილი და მნიშვნელოვანი ზარალია დადასტურებული ოფიციოზის მიერ ფრანგულ ტერიტორიებზე - სეინტ მარტინსა და სეინტ ბართლომეში - საფრანგეთის პოპულარულ დასასვენებელ კურორტზე, რომელიც ცნობილია, როგორც სეინტ ბარტსი.

 

 

 


„მე უკვე შემიძლია გითხრათ, რომ შედეგი მძიმე და სასტიკი იქნება, იქნება მნიშვნელოვანი მსხვერპლი და მატერიალური ზარალი ორივე კუნძულზე“, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის და მისი თანაშემწეები თვალყურს ადევნებენ „ირმას“ განვითარებას. „მაგრამ ჩანს, რომ ის რაღაც იმდაგვარი იქნება, რომელიც არ იქნება კარგი. მერწმუნეთ მე, არ იქნება კარგი“, უთხრა მან რეპორტიორებს თეთრ სახლში.

 


როგორც BBC წერს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქარიშხალს აშშ-ის კონტინენტზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი