ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია გაიმართა
07-09-2017, 09:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია გაიმართა.

 

 

ფიცის მიღების შემდეგ, სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84 და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6 მსმენელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ახალგაზრდებს წარმატებები, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვეს და რთულ, გამოწვევებით სავსე ეპოქაში ყურადღება განათლებული ოფიცრის როლზე გაამახვილეს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

პირად შემადგენლობას სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემაც მიმართეს. კურსდამთავრებულები გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დალოცა.

 

 

„დღესვე მათ დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. დღეიდან აკადემიის კურსდამთავრებულებს ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ. კურსის დასრულების შემდეგ, ბაკალავრიატის სტუდენტებმა შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიიღეს, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულები პროგრამის გავლით, ოფიცრის საწყის სამხედრო განათლებას დაეუფლნენ.

 

 

კურსდამთავრებული ლეიტენენტები მომავალში სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით, ოფიცრის ძირითად კურსებს გაივლიან. მოგვიანებით კი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობებზე გადანაწილდებიან.


უმცროსი ოფიცრები შეიარაღებულ ძალებში სამხედრო კარიერის გაგრძელების მიზნით, ოფიცრის სხვადასხვა საკარიერო კურსს ეტაპობრივად გაივლიან. ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავცრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი