მაშველებმა საზღვაო სეზონზე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების 605 მოქალაქე გადაარჩინეს
08-09-2017, 01:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაარჩინეს.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

„მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის ბიჭი იყო, ყველაზე ასაკოვანი – 73 წლის მამაკაცი.

 

 

წელს მაშველებმა ზღვის სანაპირო ზოლზე დაკარგული 148 ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.

 

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ახალ საზღვაო სეზონზე მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში კეთლმოწყობილი სამაშველო პუნქტი მოეწყო. ასევე, გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა დამსვენებელთა გაფრთხილება ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ. წყალზე მაშველებს, მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოსაჩენად, ასევე, პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი ჩანთები გადაეცათ", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი