ბიძინა ივანიშვილი: "ნაციონალები" უკაცრავად და, ენას გვიყოფენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ
04-02-2014, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალური მოძრაობის" იარაღი სიცრუე და ძალადობა იყო, ახლა კი, ძალადობას პირდაპირი მნიშვნელობით ვეღარ ახერხებენ და მენტალურ ძალადობაზე გადავიდნენ, რაც უტიფრობაში გადაიზარდა - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა "მოქალაქის" პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

"ნახეთ "ნაციონალები" როგორ გვესაუბრებიან, როგორ გვასწავლიან და გვიკითხავენ მორალს. ჩვენ გვდებენ იგივე ბრალს, რასაც თვითონ აკეთებდნენ. ამას აკეთებენ თავხედურად და უტიფრად. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებას ბოდიშს უხდიდნენ, პირიქით, მათი მხრიდან ირონიული ღიმილი დარჩა, ენას გვიყოფენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ და შესაბამისად, საზოგადოებაში მათ მიმართ აგრესიაც გაიზარდა. არ მოხდება მათი გადაკეთება.

 

 

ესენი იდეოლოგიური მეგობრები არ არიან. მათ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. აი ეს აერთიანებს მათ ყველას და ჩვენ ნებისმიერ მოწოდებას მათი უტიფრობა და უზრდელი დამოკიდებულება მოსდევს. ეს ვერ ჩააცხრობს ჩვენს აგრესიას, ამიტომ ბრძნული იუმორი უნდა გამოვიყენოთ"-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მან "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის მაგალითი მიყვანა და ნათელაშვილისა და "ნაციონალების" პარტნიორობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, "ნაციონალები" შალვა ნათელაშვილის "მეპატრონეები" არიან და საჭიროების შემთხვევაში, ის მათ დავალებებს ასრულებს.

 

 

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, მათდამი დამოკიდებულება შეიცვალონ და "დაქირავების" თვისებები აიმაღლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით საზოგადოება რამდნიმე ნათელაშვილს მიიღებს.

 

 

"ესენი მიდიან იმ გზით, როგორც მათი პარტნიორი ნათელაშვილი. თუმცა ნათელაშვილი პარტნიორი არაა, მათი საკუთრებაა და მას იყენებენ მაშინ, როდესაც დასჭირდებათ და ახლაც დარბის ნათელაშვილი და სადაც გაფუჭებულს რამეს ნახავს, იმ წუთში ივანიშვილს იხსენებს. როგორც ნათელაშვილი, ესენიც მისი მეპატრონე "ნაციონალებიც" მიდიან ამ გზით.

 

 

დანაშაულის გრძნობა ჩვენ გვექნება მაშინ, თუ მათი მეთოდებით ვიმოქმედებთ. რომ ნახეს მათ, რომ ჩვენ სხვა ხელწერა გვაქვს და ამას არ ვიკადრებთ, ამის შედეგია მათი უტიფრობა და თავხედობა"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/36486-ivanishvili-nacionaluri-modzraobis-dzaladoba-thavkhedobasa-da-utifrobashi-gadaizarda.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი