დიდი ბრიტანეთი შიშობს, რომ ირანი და რუსეთი საიდუმლოდ დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული შეიარაღების განვითარებაში
10-09-2017, 01:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული შეიარაღების განვითარებაში უეცარი წარმატება შესაძლოა ირანის საიდუმლო მხარადჭერას უკავშირდებოდეს.

 


როგორც „ტელეგრაფი“ წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრო იძიებს, თუ რამდენად დაეხმარნენ „ამჟამინდელი და ყოფილი ბირთვული სახელმწიფოები“ კიმ ჩენ ინს იმაში, რომ რაკეტებზე ბირთვული ქობინების დაყენების შესაძლებლობა განევითარებინა.

 


როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსნებმა „The Sunday Telegraph“-ს უთხრეს, არ არის სარწმუნო, რომ ჩრდილოეთ კორეელ მეცნიერებს სხვების დაუხმარებლად მიეღწიათ ტექნოლგიური წარმატებები.

 


ბრიტანული გამოცემის ცნობით, ფხენიანისთვის დახმარების გამწევ ეჭვმიტანილ სახელმწიფოთა სიის სათავეში ირანი დგას, თუმცა რუსეთიც ყურადღების ცენტრშია.

 


შიშები იმაში მდგომარეობს, რომ გავლენის გარე ძალებმა ფხენიანი უზრუნველყვეს მოწყობილობებით ან ექსპერტული ცოდნით, რამაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

 


„ჩრდილოეთ კორეის მეცნიერები გარკვეული შესაძლებლობების ადამიანები არიან, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი ამას აბსოლუტურ სიცარიელში არ აკეთებენ“, განაცხადა მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა.

 


უფრო ადრე ამის შესახებ თავად საგარეო მდივანმა, ბორის ჯონსონმაც განაცხადა.

 


„ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმ გარემოებების შესახებ, თუ როგორ შეძლო ამ ქვეყანამ ამგვარი ტექნოლოგიური გარღვევის მიღწევა. ჩვენ ვამოწმებთ, ითამაშეს თუ არა რაიმე როლი ამაში რომელიმე ახლანდელმა ან ყოფილმა ბირთვულმა სახელმწიფოებმა“, აცხადებს დიპლომატი.

 


თავად ჯონსონს არ უთქვამს, თუ ვინ შეძლო ფხენიანსთვის ამ მიმართულებით დახმარების გაწევა. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ამ მხრივ „ეჭვმიტანილთა“ სიაში ირანი აღმოჩნდა, რომელმაც საიდუმლო დახმარება გაუწია ფხენიანს. თუ რის საფუძველზე გამოითქმის ამგვარი ეჭვი, გამოცემა არ აზუსტებს.

 


ჩრდილოეთ კორეამ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი, წყალბადის ბომბი - ატომურ ბომბზე გაცილებით მძლავრი მოწყობილობა - რომელიც შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იქნეს დამაგრებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი