ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა 1300 უცხოელი ცოლი და ბავშვი არის დაკავებული
11-09-2017, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოფიციალური პირების და მუშახელის თქმით, ერაყის მთავრობას სამხრეთ მოსულში მდებარე ბანაკებში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა 1,300 ოჯახის წევრი ჰყავს დაკავებული.

 


BBC-ის ცნობით, ქალების და ბავშვების, რომლებიც წარმოშობით სულ მცირე 13 ქვეყნიდან არიან, უმეტესობამ ტალ-აფარი გასულ თვეს დატოვა, როდესაც ჯარისკაცებმა ქალაქი დაიბრუნეს.

 


ნორვეგიულმა ლტოლვილთა საბჭომ, რომელიც დახმარებას უწევს ბანაკებს, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების ოჯახის წევრები „დე-ფაქტო პატიმრობაში“ არიან.

 


ერაყელი ოფიციალური პირების თქმით, დაკავებულები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში.

 


საზღვარგარეთ მცხოვრები ათასობით ადამიანი ჩავიდა ერაყში და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ „ხალიფატად“ გამოცხადებულ ტერიტორიებზე მას შემდეგ, რაც 2014 წელს დაჯგუფებამ დასავლეთ ერაყი კონტროლის ქვეშ მოაქცია.

 


ერაყის არმიის ოფიცრებმა სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ ქალების და ბავშვების უმრავლესობას საბუთები არ აქვთ.

 


დაკავებულთა შორის არიან ტაჯიკები, აზერბაიჯანელები, რუსები, „ძალზე მცირე“ ფრანგები და გერმანელები, ხოლო უმრავლესობა კი თურქები არიან.

 


ერთ-ერთი ოფიცრის განცხადებით, ისინი „პეშმერგას“ წევრ ქურთ მებრძოლებს დანებდნენ თავიანთ ქმრებთან ერთად, რომლებიც სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები იყვნენ.

 


ქურთებმა ქალები და ბავშვები ერაყის არმიას გადასცეს, ხოლო რა ბედი ეწიათ მამაკაცებს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

 


როგორც ერთ-ერთმა ქურთმა მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა, კამელ ჰარკმა „ასოშიეითედ პრესს“ განუცხადა, შეპყრობილი კაცების ნაწილი ერაყის მთავრობას გადასცეს, ხოლო სხვები მას შემდეგ დახოცეს, რაც მათ თავდასხმა წამოიწყეს თავიანთ დამატყვევებლებზე.

 


„როიტერსის“ ჟურნალისტების განცხადებით, ასობით ქალბატონი და მათი ბავშვები კარვებში ლეიბებზე ათევენ ღამეებს, რომლებიც მწერებითაა სავსე და არ აქვს კონდიცირება. ქალბატონების უმრავლესობას ისევ აცვიათ შავი მოსასხამი, უკეთიათ სახის პირბადე, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე სავალდებულოა.

 


ჩეხმა ქალბატონმა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, განაცხადა, რომ საფრანგეთში დაბრუნება სურს, თუმცა არ იცის როგორ.

 


ერაყის სამხედრო ოპერაციების მეთაურმა განაცხადა: „ჩვენ ოჯახებს მკაცრი დაცვის ქვეშ ვაკავებთ და ველოდებით მთავრობის ბრძანებებს“.

 


“ჩვენ მათ კარგათ ვეპყრობით. ისინი არიან ცივსისხლიანი მკვლელების ოჯახების წევრები, თუმცა მათი დაკითხვის შემდეგ გამოჩნდა, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს“.

 


ნორვეგიული ლტოლვილთა საბჭოს თქმით, ერაყის მთავრობამ უნდა დაადგინოს დაკავებული პიროვნებების მომავალი გეგმები და ეს ყველაფერი მათი უფლებების დაცვით უნდა მოხდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი