პროკურატურამ სერგო ქავთარაძეს ბრალი წაუყენა
04-02-2014, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად მიმალვაში მყოფი სერგო ქავთარაძე.


პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აპრილ-მაისში ქ.თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" თანამშრომლები ღამის კლუბ "დივაში" იმყოფებოდნენ, სადაც მათ მიერ გართობის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიხარჯა საერთო ჯამში - 5 129,45 ლარი. მოგვიანებით, გაფლანგული თანხების საწარმოს ბუღალტერიაში ასახვის და მისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარის სერგო ქავთარაძის დავალებით, ღამის კლუბ "დივადან" გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რისი მეშვეობითაც უკანონოდ გახარჯული თანხები საწარმოს წარმომადგენლობით ხარჯებში გატარდა.


"ამ გზით, სერგო ქავთარაძის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამიზნობრივად და ფონდის მიზნების საწინააღმდეგოდ, ღამის კლუბ "დივაში" გართობისთვის გაფლანგული იქნა ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" კუთვნილი ფულადი თანხები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია" - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.


სერგო ქავთარაძეს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samarthali/36483-sabiujeto-thankhebis-ghamis-klub-divashi-gaflangvis-faqtze-sergo-qavtharadzes-brali-tsaredgina.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი