აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო
13-09-2017, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ავიაციის მეშვეობით უკვე შეიწამლა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში არსებული ფართობები და სიმინდის ნათესები.


მათივე განმარტებით, სამეგრელო-გურიის საზღვარზე ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ავიაციის გამოყენება, ეტაპობრივად დამუშავდება.

 

 

„ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ტარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

 

 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო.

 

 

პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გრძელდება.

 

 

ამ ეტაპზე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული", აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი