მოსკოვის ვაგზლებიდან, სავაჭრო ცენტრებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან მოქალაქეთა მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა
13-09-2017, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსკოვში, რამდენიმე ვაგზლიდან, სავაჭრო ცენტრებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა ანონიმური სატელეფონო ზარები მიიღეს, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ აღნიშნული ობიექტები დანაღმული იყო. საუბარი ძირითად ეხება კიევის, იაროსლავის და ყაზანის ვაგზლებს, ლენინგრადის გამზირზე სავაჭრო ცენტრ „მეტროპოლისს“, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ასევე მოსკოვის სეჩინოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

 

 

„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის დედაქალაქის სამსახურები 23 ობიექტს ამოწმებენ. ევაკუაციას მატარებლების მოძრაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

 


უფრო ადრე, რუსეთის სხვა ქალაქებში ანონიმური სატელეფონო ზარების გამო, რომელიც ბომბების საფრთხეების შესახებ იუწყებოდა, 45 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 


ზარები, რომელიც იტყობინებოდა, რომ დანაღმული ტერიტორიების გამო საფრთხე არსებობდა, რუსეთის 22 დასახლებულ პუნქტში, მათ შორის მსხვილ რუსულ ქალაქებში განხორციელდა.

 


როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, 205 ობიექტიდან 45 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ძალოვანები ზარების ავტორთა დადგენის მიზნით სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.

 


სააგენტოს ცნობით, ბოლო დღეებში რუსეთის მსხვილ ქალაქებში - სევასტოპოლში, იუჟნო-სახალისნსკში, მაგადანში, ვლადივოსტოკში, პერმში, კალინინგრადში, კრასნოიარსკში - მთელი რიგი ანონიმური ზარები დაფიქსირდა, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ცენტრებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და კონოთეატრებში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ იტყობინებოდნენ.

 


ყველა აღნიშნული შენობიდან ადამიანების ევაკუირება მოხდა და სამართალდამცველებმა თითოეული ობიექტი საგულდაგულოდ შეამოწმეს, თუმცა არც ერთი შეტყობინება არ აღმოჩნდა მართალი. ამჟამინდელი მონაცემებით, ზარების დიდი ნაწილი უკრაინის ტერიტორიიდან შევიდა.

 


როგორც რუსეთის საზოგადოებრივი პალატის უსაფრთხოების კომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანტონ ცვეტკოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, ზარის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია განსაზღვრო აფეთქების პოტენციური საფრთხე ტყუილია თუ მართალი, ამიტომ ძალოვანები ყველა მსგავს სიგნალს „ამუშავებენ“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი